საზოგადოება ნუ მისცემთ სოციალურ მედიას თქვენით მანიპულირების უფლებას! - გაითვალისწინეთ ეს 10 რჩევა 2018, 7 ივლისი, 17:08 აღიარეთ, ერთ სოციალურ ქსელში მაინც გაქვთ ანგარიში გახსნილი. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ აშშ-ში 53 მილიონი ადამიანი მოიხმარს Facebook-ს. ყოველდღიურად შევდივართ საიტებზე და ვათვალიერებთ სხვადასხვა ინფორმაციას, მაგრამ იშვიათად თუ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური მედია-პლატფორმები ჩვენს ცხოვრებაზე. მათ ჩვენით მანიპულირება სურთ და ჩვენზეა დამოკიდებული, ამის უფლებას მივცემთ თუ არა.სტატიაში გთავაზობთ 10 მარტივ და გამოსადეგ რჩევას, თუ როგორ უნდა დაიცვათ ბალანსი თქვენს რეალურსა და სოციალურ ცხოვრებას შორის.1. რატომ ათვალიერებთ (სქროლავთ) სიახლეების ზოლს (News Feed-ს)?![]() აბა რატომ ვაკეთებთ ამას? ეს პირველი კითხვაა, რაც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც "სქროლვა" სამსახურის გამო უწევთ, ან საჭირო ინფორმაციას ეძებენ. მაგრამ მაინც, დასვენებას რატომ ვამჯობინებთ სიახლეების ზოლის თვალიერებას? მოდი, ვაღიაროთ, რომ Facebook-ზე ყოველ საათში შესვლისას ძალიან იშვიათად თუ ვნახულობთ რამე ახალს, საინტერესოს და ღირებულს. 2. იცოდეთ თქვენი განსხვავება სოციალურსა და რეალურ სამყაროს შორის![]() ![]() აქედან გამომდინარე, ხალხი გაუცნობიერებლად, უნებლიედ იქმნის სრულყოფილი ცხოვრების წარმოდგენას. ოდესმე შეგშურებიათ ვინმეს არაჩვეულებრივი ცხოვრების? მათ შეიძლება თქვენზე მეტი მეგობარი ჰყავდეთ, შეიძლება გამხდარი, გარუჯული კანი ჰქონდეთ ან დიდი და საყვარელი ძაღლი ჰყავდეთ. ყველა ჩვენგანი იცნობს ასეთ ადამიანებს. და ჩნდება კითხვა: მართლა ისეთი ცხოვრებით ცხოვრობენ თუ არა ისინი, როგორსაც სოციალურ მედიაში გვაჩვენებენ? ჩვენ მსგავსად, ისინიც ცდილობენ, სამყაროს მხოლოდ კარგი მხარე აჩვენონ და დანარჩენს მალავენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს სხვების თუ ჩვენი სოციალური და რეალური ცხოვრების გარჩევა. 3. თვალი ადევნეთ ხოლმე იმას, რაც ნამდვილად გაინტერესებთ და არა იმას, რაც პოპულარულია![]() 4. გამორთეთ "გაზიარების რეჟიმი" ("share mode")![]() ექსპერტები ამბობენ, რომ თანამედროვე ადამიანებს ეშინიათ, მეგობრებმა არ დაივიწყონ და სწორედ ამიტომ აზიარებენ ამდენ რამეს ხშირად სოციალურ მედიაში. ეცადეთ, არ განივითაროთ ეს შიში, თორემ შესაძლოა დეპრესიამდე და სტრესამდეც მიხვიდეთ. ყველაფერში ბალანსი უნდა დაიცვათ. გამორთეთ "გაზიარების რეჟიმი" და დატკბით თქვენი ცხოვრების ულამაზესი მომენტებით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ფოტოების დაპოსტვას მოგვიანებითაც შეძლებთ! 5. რეალურ ადამიანებთან უფრო ხშირად გქონდეთ ურთიერთობა![]() 6. ჩართეთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებები (notifications)![]() თუ თქვენი დრო გიღირთ, მაშინ ყოველდღე სოციალური ქსელის გამოყენების დრო უნდა შეამციროთ - კარგი იქნება, თუ მას ნელ-ნელა 30 წუთამდე დაიყვანთ. თუ შეტყობინებებს გამორთავთ, არაფერი მოგენატრებათ, გპირდებით. ასე უფრო მეტად ორიენტირებული იქნებით სამსახურზე და ჰობიზე და არ შეწუხდებით სხვადასხვა აპლიკაციის არაფრისმომცემი შეტყობინებებით. 7. იცოდეთ, როდის უნდა გამორთოთ ინტერნეტი და დრო დაუთმოთ ჰობის![]() თუ, მაგალითად, სირბილი მოგწონთ, მობილური სახლში დატოვეთ და არაფერს მისცეთ უფლება, ხელი შეგიშალოთ. თუ ჰობი არ გაქვთ, ადვილია მისი პოვნა. შეგიძლიათ აირჩიოთ იოგა, ხატვა, საჭმლის მომზადება და მრავალი სხვა. თუ ყავა მოგწონთ, დაპატიჟეთ მეგობრები და გაუზიარეთ თქვენი განსაკუთრებული რეცეპტი. დატკბით რეალური ცხოვრებით! 8. ნუ იქნებით ადვილი სამიზნე ონლაინ-რეკლამებისთვის![]() ყველაზე ადვილი სამიზნეები ჩვენი შვილები არიან. როცა მათ თქვენს მობილურს თხოვნით, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება გაცილებით მეტი ნახონ, ვიდრე გგონიათ. დიდ კომპანიებს ბავშვების თავში შეძრომა და იქ დარჩენა სურთ. ზრდასრულებს რაც შეეხება, თქვენთან ის რეკლამები ჩანს, რაც შეიძლება მოგეწონოთ, ეს სოციალურ ქსელში თქვენი მოწონებებისა და გაზიარებების მიხედვითაა დადგენილი. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ რეკლამები ხშირად ისეთ რამეს გთავაზობენ, რაც საერთოდ არ გჭირდებათ. 9. თავიდან აიცილეთ ყველაზე გავრცელებული სამანიპულაციო ტაქტიკები![]() 10. ინტერნეტი ბრძნულად გამოიყენეთ![]() ფრთხილად იყავით!218 1-ს მოსწონს
|