x
image
გიორგიე
ბრიტანელ გოგონას ორი თვე ეძინა

image გავრცელდა იმფორმაცია 15 წლის გოგონას შესახებ, რომელსაც ორი თვე ეძინა. იშვიათ დაავადებას “მძინარე მზეთუნახავის სინდრომი'' ჰქვია. ამ მომენტში დაახლოებით ათასი შემთხვევაა ცნობილი და დაავადებულთა 70% მამაკაცია.

სტეისი კომერფორდმა რამდენიმე თვის წინ გაიღვიძა, თუმცა მისი შემთხვევა ახლა გახდა ცნობილი. “ცხრა გამოცდა და საკუთარი დაბადების დღე ძილში გავატარე - ჩივის გოგონა, - თუმცა ახლა უფრო იოლია ადამიანებისთვის ახსნა, რა არის ეს. ადრე არავის სჯეროდა ჩემი და მიჭირდა''. სტეისის მამაც გახარებულია. დიაგნოზის დასმის შემდეგ სკოლის მოსწავლეები აღარ მიიჩნევენ მის ქალიშვილს “უქნარა გამცდენად''

ნევროლოგიური აშლილობებისა და ინსულტების ეროვნული ინსტიტუტის ექიმები გაოცებული არიან. ამ სინდრომის მატარებელ ადამიანს ერთ ჯერზე 20 საათი სძინავს. ავადმყოფობა არ არის შესწავლილი და ამიტომაც განუკურნებელად მიიჩნევა.

1
295
5-ს მოსწონს
ავტორი:გიორგიე
გიორგიე
295
  
2012, 22 ივლისი, 20:45
ისეთი დაღლილი ვარ უფრო დიდხანსაც დავიძინებ ალბათ :D:D:D
0 1 1