ანეკდოტები ანეკდოტები რაჭველებზე 2012, 22 ივნისი, 13:27 I
ძუკუ მეგობრებთან ტრაბახობს:
-მოკლედ სახლში რწყილი არ გავახარე!!
-რავა, შე კაცო?
-ზამთარში ბუხარს არ ვანთებ და ზაფხულში სარდაფში მძინავს. -ჰმ, თვითონ რწყილს არ გაუხარებიხარ შე საცოდავო.. II რაჭველი დათვზე წავიდა სანადიროდ, დაინახა დათვი და იმდენ ხანს უმიზნებდა თოფს, შეუყვარდა. III რაჭველი მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდება და გზად ყველა მეზობელს დაემშვიდობება. IV -ძუკუ, გაიგე შე კაცო, მეცნიერებს ბავშვების ჩასახვის ახალი მეთოდი გამოუგონებიათ -ჰმ, ძველს რას ერჩოდნენ?! V რაჭველი დაიჭერს ოქროს თევზს და სანამ სურვილს ეტყვის თევზი მოკვდება. VI რაჭველები ტრაბახობენ: -ეჰ, ერთი სწრაფი ბიჭი გვყავდა და იმასაც კატოკმა გადაუარაო.. VII რაჭველი მიდის ეკლესიაში: -შევცოდე მამაო. -რა შესცოდე შვილო ჩემო? -მეგრელი მოვატყუე მამაო. -ეგ შვილო ცოდვა კი არა სასწაულია. 89 7-ს მოსწონს
|