x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მხოლიდ ქსოვილი და 2 ზონარი და... უმარტივესი კაბების მოდელები, რომლის შეკერვა ყველას შეუძლია

ქალისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, არამედ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მსგავსი სამოსი სხვასაც არ ეცვას. ამიტომ, კარგი იქნება, კაბას მკერავთან თუ შეიკერავთ და კიდევ უფრო იაფად გამოხვალთ, თუ ამას თავად მოახერხებთ!


image


აქ წარმოდგენილი მოდელები ძალიან მარტივი შესაკერია და მათ შესაქმნელად, განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება საჭირო არ არის.


1. კაბა-კეიპი (კაბა მოსასხამი) უნივერსალური სამოსია! ის ძალიან ლამაზია და მას ძირითადად თამამი და საკუთარი თავის განუმეორებლობაში დარწმუნებული მანდილოსნები ირჩევენ და კიდევ ისინი, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში, თავს დედოფლად გრძნობენ.
ახლა თქვენც გეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარ გარდერობს ეს უნიკალური სამოსი მიამატოთ. თან, ნაკლები დანახარჯებით, თან, სხვადასხვა შემთხვევისთვის, ქსოვილის ფაქტურის მიხედვით, რადიკალურად განსხვავებული კაბების შეკერვა შეგიძლიათ. მაგ., აბრეშუმის ძვირფასი კაბა – განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ტრიკოტაჟის – ქალაქში გასასვლელად და ა. შ.


image

image
2. ეს კი კაბა-ტუნიკი არის, სერიიდან – «გამოჭერი და ჩაიცვი».

image

image
3. ამ ტრიკოტაჟის მოსასხამზე რა აზრის ხართ? ამ შემთხვევაში, თარგიც კი არ არის საჭირო


image

image
4. უმარტივესი და ძალიან მოდურია! მთავარი, აქ აქსესუარების სწორედ შერჩევაა, რადგან ყველაფერი დანარჩენი, უმარტივესია.


image

image

5. ეს კრეატიული პლაჟის კაბის უმარტივესი მოდელია — თქვენ დაგჭირდებათ: მართკუთხედის ფორმის ქსოვილი და 2 ზონარი.

შეკერვა: ქსოვილს კუთხეებზე მიაკერეთ ზონრები, როგორც ქვემოთ, სურათზე არის ნაჩვენები.

imageimage


როგორც ხედავთ, ლამაზი კაბის შესაკერად, არ არის საჭირო, რომ ამ საქმის პროფესიონალი იყოთ. ერთი შეხედვით რთული რაღაცები, სინამდვილეში, ძალიან მარტივად გასაკეთებელია. ამოირჩიეთ მოდელი, შეარჩიეთ ქსოვილი და კერვას შეუდექით. ცოტაოდენი ძალისხმევის გამოჩენის შემდეგ, თქვენ ერთადერთი და განუმეორებელი კაბის მფლობელი გახდებით!

image


P. S. და, რა თქმა უნდა, არც ეს კაბა იქნება ზედმეტი საზაფხულო კაბებს შორის (იხ. სხვა მოდელებიც).

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageნივთები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს 2018 წლის ზაფხულის გარდერობში
სამოსის გალამაზების საუკეთესო ხერხი. 2018 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი
2018 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური ფეხსაცმელი

14 რჩევა, დაბალი ბიუჯეტით, მდიდრული და დახვეწილი იმიჯის შესაქმნელად

0
241
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0