x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კანადაში ძლიერ სიცხეს 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა
imageკანადის პროვინცია კვებეკში ძლიერ სიცხეს 54 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, იუწყება CBC.


ბოლო 6 დღის განმავლობაში მონრეალში დაიღუპა 28 მოქალაქე, ესტრიში - 9 ადამიანი, მორისიში - შვიდი და მონტერეჟეში - ექვსი. როგორც რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, გარდაცვლილთა უმეტესობა ხანში შესული ადამიანები არიან, 65 წელს გადაცილებულები, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.


სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა - 29 გრადუსი შენარჩუნდება 10 ივლისამდე, ამასთანავე, "სითბური ტალღის ეფექტი" ძალაში იქნება 24-48 საათის განმავლობაში ტემპერატურის ვარდნის შემდეგაც.


5 ივლისს დაიღუპა 19 ადამიანი, რომლებიც ძირითადად მრავალსართულიან კორპუსებში ცხოვრობდნენ მარტო და არ ჰქონდათ კონდეციონერი. იმ დღეს ჰაერის ტემპერატურამ 34 გრადუსს მიაღწია, რა დროსაც საავადმყოფოებს 1378 ადამიანმა მიაკითხა.



ქალაქის ხელისუფლებამ სასწრაფო ზომები უკვე მიიღო, მათ შორის, გაახანგრძლივეს აუზების მუშაობის დრო.


შეგახენებთ, 2010 წელს კვებეკში ანომალიური სიცხის გამო 106 მოქალაქე დაიღუპა.


0
64
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0