x
image
გიორგიე
ჯონი დეპი რეკორდული განქორწინებისთვის ემზადება
image

ეს-ეს არის გამოცხადდა ოფიციალურად ჯონი დეპისა და ვანესა პარადის დაშორების ამბავი, ჟურნალისტებმა კი უკვე გამოაქვეყნეს ამ განქორწინების რეალური “მიზეზის'' ვინაობა. როგორც გაირკვა, მსახიობს რომანი ქონია ჰოლივუდის ვარსკვლავ ემბერ ჰერდთან.

წყვილმა ერთმანეთი ფილმ “რომის დღიურების" გადაღებებზე

გაიცნო. დეპს, რომელიც ბოლო დროს აშკარად ნავსაყუდელს ეძებდა და ერთი ქალაქიდან მეორესთან ინაცვლებდა, ისე დაუკარგავს თავი ემბრის გამო, რომ ცხენიც კი უყიდია, ერთად რომანტიკული გასეირნებები რომ მოეწყოთ. მერე კი ქერა ლამაზმანს კერძო თვითმფრინავით დაატარებდა.




image

საინტერესო ის არის, რომ ემბერმა რამოდენიმე წლის წინ გამოაცხადა: “კარგა ხანს ვხვდებოდი მხატვარ ტასია ვან რის, მაგრამ მაინც მოვითხოვ, ლესბოსელად ნუ ჩამთვლით, როცა სიყვარულს ეხება საქმე, ნებისმიერი ფორმის გრძნობისთვის გახსნილი ვარ. არ მინდა, რომელიმე კატეგორიას მიმაკუთვნონ და იარლიყები მაწებონ''.

ემბერი ახლაც ხშირად სტუმრობს ჯონის გადასაღბ მოედანზე ფილმისა “მარტოხელა რეინჯერი'', რომელსაც ნიუ-მექსიკოში იღებენ. ჯონიც სიამოვნებით ატარებს დროს ახალ მიჯნურთან.

როგორც ამბობენ, ჯონისა და ვანესას განქორწინება შეიძლება რეკორდული თანხა დაჯდეს. ჯონი დეპი ჰოლივუდის ერთ-ერთი უმდიდრესი მსახიობია, მისი ქონება 300 მლნ დოლარად არის შეფასებული. ლოს-ანჯელესში მდებარე ორი სახლის გარდა, აქვს მამული საფრანგეთში, კუნძული კარიბებზე, ვილა სენ-ტროპესა და ვენეციაში. სავარაუდოდ, ვანესას განქორწინებიდან 100 მლნ დოლარი ერგება, რაც რეკორდული თანხაა, მით უმეტეს, ისეთი წყვილისთვის, რომელიც ოფიციალურად არ ყოფილა დაქორწინებული.

ვანესამ და ჯონიმ ერთად 14 წელი გაატარეს და ორი შვილი გაუჩნდათ. აქამდე იდეალურ წყვილად მიიჩნეოდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ ფრანგმა მსახიობმა ვანესა პარადიმ შეძლო ბუნტისთავი ჯონის მორჯულება. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯონიმ დიდხანს ვერ გაძლო და ისევ “ცუდი გოგონებისკენ'' გაუწია გულმა.

1
218
5-ს მოსწონს
ავტორი:გიორგიე
გიორგიე
218
  
2012, 22 ივლისი, 20:45
არ ყოფნის ამ ჩემისას?
0 1 1