ვარსკვლავები უიტნი ჰიუსტონის ქმარმა ცოლი მოიყვანა 2012, 20 ივლისი, 11:27 ამერიკელმა მომღერალმა ბობი ბრაუნმა ყოფილი ცოლის, უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებიდან ოთხ თვეში ხელახლა იქორწინა და როგორც ამბობენ, საშინლად გაანაწყენა თავისი და უიტნის საერთო ქალიშვილი კრისტინა. 43 წლის მომღერლის ქორწილი ჰავაიზე შედგა. ცერემონიას ბობის ოთხი შვილი ესწრებოდა, კრისტინა ქორწილს არ დასწრებია, გასაგები მიზეზების გამო. ბობის ახალი მეუღლეა ალისია ეტერჯი. 440 7-ს მოსწონს
|