საზოგადოება "არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა, არ გარდავა გარდუვალად მომომავალი საქმე ზენა."-რუსთაველის ცხოვრებისეული გამონათქვამები 2018, 4 ივლისი, 17:53 "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო კულტურის საგანძური და სიბრძნის წიგნი რომაა, ამას აღნიშვნა აღარ უნდა...
გთავაზობთ ციტატებს პოემიდან, რომლებიც ცხოვრებას გვასწავლის, რუსთაველის მსოფლმხედველობას გვიზიარებს: 1. "ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების." 2. "თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია." 3. "მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია." 4. "ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად."
5. "რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
6. "ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად."იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა." 7. "ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა." 8. "არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა,
არ გარდავა გარდუვალად მომომავალი საქმე ზენა."
9. "კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების."
10. "ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!" 429 6-ს მოსწონს
|