x
image
მაიკო ქავთარაძე
გაიცანით 17 წლის ნიკა ღუნაშვილი -ქართველი ბიჭი, რომელიც საოცარ ხელნაწერებს ქმნის!
image


ნიკა ღუნაშვილის მიერ შექმნილი ხელნაწერები თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ ხელოვნების ნიმუშებად. ბიჭუნა 17 წლისაა და როგორც თვითონ აღნიშნავს კალიგრაფიით პირველად რვა წლის ასაკში დაინტერესებულა.


image

image



ნიკას ვთხოვე მოეყოლა თავისი ცხოვრების შესახებ, რათა უფრო მეტი ვიცოდეთ მასზე და მის ხელნაწერებზე.


-გამარჯობა ნიკა, შენი ხელნაწერები ვნახე, მართლა ძალიან ლამაზებია, საამაყო ბიჭი ხარ...

-გამარჯობა, მიხარია, რომ მოგწონთ, გმადლობთ...


-მადლობა შენ, რომ ასეთ კარგ ხელნაწერებს ქმნი, შეგიძლია მომიყვე შენს შესახებ, მინდა საზოგადოება უფრო მეტად გიცნობდეს...

-დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება.


-მაშინ მომიყევი შენზე, რამდენი წლის ხარ, სად ცხოვრობ, როდის დაიწყე ხელნაწერების შექმნა?

-ვცხოვრობ რუსთავში, ვარ 17 წლის. კალიგრაფიით პირველად 8 წლის ასაკში დავინტერესდი. მთავარი მოტივაცია კალიგრაფ დავით მაისურაძის ნამუშევრები იყო, რომელიც შემდეგ ჩემი მასწავლებელი გახდა. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს კალიგრაფი ვარ.


image


- რას ნიშნავს შენთვის იყო კალიგრაფი?

-კალიგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხელნაწერებს თითქმის ყოველ კვირას ვქმნი. მსოფლიოში არაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც სამი სახის დამწერლობა აქვს, თან სამივე ასეთი დახვეწილი და ლამაზი. სწორედ ამიტომ ქართულ კალიგრაფიასა და დამწერლობას სათანადო მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. ვამაყობ, რომ ვარ იმ ქვეყნის შვილი, რომელსაც ასეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია.


image


-სად შეისწავლე კალიგრაფიის ხელოვნება?

- რუსთავში არსებობს კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი "მთაწმინდელი", სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლოს კალიგრაფია. აქვე დავამატებ, რომ ქართულ კალიგრაფიას და ზოგადად ქართულ დამწერლობას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე რიგითი ადამიანების მხრიდანაც. არაა საკმარისი მხოლოდ ვიამაყოთ ქართული დამწერლობით, მას შენარჩუნება და განვითარება სჭირდება, როგორც სახვითი ხელოვნების დარგს.


image

image

image

image

პ.ს. დიდი მადლობა ნიკას ინტერვიუსთვის, ასევე მადლობა, რომ არის ასეთი პროგრესულად მოაზროვნე, ნიჭიერი და საამაყო ახალგაზრდა.


შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ ქართული კალიგრაფიის შესახებ ქვემოთ განთავსებულ ბმულებზე:

ქართული კალიგრაფია

ულამაზესი ქართული ხელნაწერები-ეს ყველამ უნდა ნახოთ! (+ბევრი ფოტო)


3
2231
12-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
2231
  
2019, 4 მაისი, 22:22
მართლაც რომ ლამაზია. ყოჩაღ.
2019, 29 მარტი, 23:37
ძაან მაგარია, სერიოზულად მაგარია
2018, 24 ნოემბერი, 20:28
ულამაზესია❤️
0 1 3