მსოფლიო "კაცებიც ქორწინდებიან, ქალებიც, ძაღლებიც... ყველა ქორწინდება და ყველა შორდება“ - მსახიობი ჟან კლოდ ვან დამი და საფრანგეთის მინისტრი მარლენ შიაპა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 2018, 4 ივლისი, 21:08 ბელგიელი მსახიობი და ჰოლივუდის ბრწყინვალე ვარსკვლავი ჟან კლოდ ვან დამი, რომელიც ცნობილი გადაცემის სტუმარი იყო საფრანგეთის გენდერული თანასწორობის მინისტრთან მარლენ შიაპასთან ერთად, ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ. გადაცემაში "On n’est pas couch" გენდერული თანასწორობის მინისტრი და ვან დამი სხვა სტუმრებთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე საუბრობდნენ და მათ შორის ფემინიზმზეც.როდესაც მარლენ შიაპამ ცნობილ მსახიობს კითხვა დაუსვა ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინებაზე, მსახიობმა გახუმრება სცადა და უპასუხა: - „კაცის ქორწინება კაცზე? კაცებიც ქორწინდებიან, ქალებიც, ძაღლებიც... ყველა ქორწინდება და ყველა შორდება“. აქვე ჟან კლოდ ვან დამმა თამამად განაცხადა, რომ შვილების მოვლა და სამზარეულოში საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ ქალების საქმეა, ხოლო რაც შეეხება მამაკაცებს, მათ მაქსიმალურად უნდა შეძლონ ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა.გენდერული თანასწორობის მინისტრი გაბრაზდა და მსახიობს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, რომ ჰომოსექსუალებს მხარი უნდა დავუჭიროთ და არ დავცინოთ და მით უმეტეს ძაღლებს არ უნდა შევადაროთ; – "ბოდიში, მაგრამ ეს სულაც არ არის სასაცილო. გეი აღლუმი ჩატარდა, სადაც ხალხი საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვდა. შოკისმომგვრელია. ადამიანებს მხოლოდ იმიტომ სცემენ და შეურაცხყოფენ, რომ ჰომოსექსუალები არიან. მათ მხარი უნდა დავუჭიროთ და არ დავცინოთ, ძაღლებს არ უნდა შევადაროთ“.მსახიობმა სულაც არ იგრძნო თავი უხერხულად და კვლავ ნაცადი იუმორით შეეცადა დაძაბულობის განმუხტვას სტუდიაში. მან თქვა: - " მე ძალიან ბევრი გეი მეგობარი მყავს და თუ ისინი გადაწყვეტენ ერთმანეთთან დაქორწინებას, ამაში პრობლემას ვერაფერს ვხედავ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ბიჭები ერთმანეთზე დაქორწინდებიან და გოგონები კი - გოგონებზე, მაშინ როგორ უნდა გავმრავლდეთ?"ორი დღე სრულიად სოციალური მედია მოიცვა ბელგიელი მსახიობის მიერ გაჟღერებულმა სიტყვებმა სტუდიაში და ინტერნეტმომხმარებლების უდიდესი ნაწილი მსახიობს მკაცრად აკრიტიკებს ჰომოფობიური განცხადებების გამო და საკუთარი მოსაზრებების ( მხედველობაში აქვთ ვან დამის მოსაზრება ქალის როლზე შვილებსა და ზოგადად ოჯახზე )ასე თამამად ჩამოყალიბებაში. ასევე მას ბრალს დებენ ჰომოსექსუალების დაცინვასა და სიძულვილში. რაც შეეხება საფრანგეთის გენდერული თანასწორობის მინისტრის მარლენ შიოპას განცხადებას, მომხმარებლების უმეტესობა მის მოსაზრებას იზიარებს. 238 8-ს მოსწონს |
"გათხოვილი კაცი" უკვე ქალსა და კაცს შორის რაღაც საშუალოა, თუნდაც ეს გენიალური მომღერალი, რაინდის ტიტულის მქონე ელტონ ჯონი იყოს.