მსოფლიო ვის და რატომ აქვს პუტინთან შეხვედრის და მთელი კვირა მასთან დროის გატარების სურვილი? 2014, 28 დეკემბერი, 15:44 " ევროვიზია 2014 - ის" - გამარჯვებული ავსტრიელი ტომ ნოივინგი, რომელმაც სქესი შეცვალა და მსოფლიომ ის კონჩიტა ვურსტად გაიცნო, სურვილს გამოთქვამს, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და მასთან ერთად ერთი კვირა გაატაროს.ამის შესახებ მომღერალმა განცხადება გააკეთა ავსტრიის გამომცემლობა "Kurier" - თან ინტერვიუში.
დღითი დღე მიძლიერდება პუტინთან შეხვედრის სურვილი და არა მარტო შეხვედრა მსურს მასთან, არამედ მინდა მასთან ერთად მთელი კვირა გავატარო, რათა უკეთესად შევძლო მისი გაგება".ამავე ინტერვიუში კონჩიტა ვურსტმა აღნიშნა, რომ, უდიდესი სურვილი აქვს რუსეთში მყოფი მისი ფანების საპატივცემულოდ იმღეროს კიდეც, თუ კი ამის შესაძლებლობას მას რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი მისცემს. - " მე რუსეთში აუარებელი გულშემატკივარი და მომდევარი მყავს, ჩემს წარმოდგენაში მსოფლიოს ეს უდიდესი ქვეყანა ძალიან ლამაზი და მომხიბლავი უნდა იყოს" - აცხადებს ის იმავე ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რიგით 59 - ე მუსიკალური კონკურსი «Евровидение» მიმდინარწ წლის მაისის თვეში დანიაში გაიმართა, სადაც გამარჯვებული ავსტრიელი ტომ ნოივინგი გახდა და მან ლათინოამერიკული კონჩიტა ვურსტი შექმნა, მისი საბოლოო სიმღერა «Rise Like a Phoenix» ფინალისთვის გადამწყვეეტი აღმოჩნდა, რომელმაც მას 290 ქულა შესძინა და პოპულარობაც მოუტანა.
მომღერლის ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში. ზოგი ვლადიმერ ბესარიონოვიჩს მოუცლელობას და მხოლოდ დ მხოლოდ ობამას მიმართ ზედმეტ ყურადღებაში ადანაშაულებს, ზოგი მაგალითად ამასაც წერს: " пидарская европа",
ან კიდევ: "да какие вопросы? пускай приурочит эту встречу в поддержку грядущего ЧМ по футболу. и хоть на месяц, на гаваи, наедине..". ზოგი კონჩიტას ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრისკენ მოუწოდებს და ა. შ. P. S. არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ან საერთოდ გააკეთებს თუნ არა განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ერთი რამ კი ყველასთვის ცნობილია: რუსეთი არასოდეს დაუშვებს ტრანსსექსუალების დაკანონებას - წერს წყარო. 71 9-ს მოსწონს
|