x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139079
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
სახალისო გიფები ინდური ფილმებიდან - ბოლივუდის "შედევრები"
image

ბოლივუდი – დასახელება აშშ-ის კინემატოგრაფიის, ჰოლივუდის (Hollywood) ანალოგზე დაერქვა, რომელიც ინდოეთის ქალაქ ბომბეის (დღესდღეობით მუმბაი) კომერციულ კინემატოგრაფიას მოიცავს.

პირველად ჰოლივუდისა და ბომბეის ამ შეჯვარებული სახელწოდებით ბომბეის კინომატოგრაფია ერთ-ერთმა ინდოელმა კინოკრიტიკოსმა 1970-იან წლებში მონათლა, რითაც მან ბოლივუდის კომერციულ-გასართობი პოლიტიკა კალიფორნიულ ჰოლივუდს ცინიკურად შეადარა, შემდგომ ეს სახელწოდება ინდური კინოს სინონიმად იქცა.

ინდოელი პატრიოტები სახელწოდება „ბოლივუდის“ წინააღმდეგნი არიან, ვინაიდან მათი მოსაზრებით ინდურ ფილმებს ჰოლივუდთან საერთო არაფერი აქვთ.


ბოლივუდი განვითარებად ინდოეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა, ძირითადად ლამაზი, მდიდარი, თეთრკანიანი, წარმატებული ადამიანის კულტს ემსახურება, რაც შესაძლოა უნებლიედ, ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობას თესავს, რის გამოც ხშირად ექცევა დასავლეთის კრიტიკის ქვეშ.

ბოლივუდი დღეს ყველაზე მასიური კინოს მწარმოებელია მსოფლიოში, წელიწადში მინიმუმ 1000 ფილმი სამი მილიარდი მაყურებლით, (ძირითადად ინდოეთი, აზია და აფრიკა, ნაწილობრივ ევროპა)

რა თქმა უნდა, ამ ფილმების სიაში შეხვდებით ნამდვილ "მარგალიტებს", რომლის ნახვის შემდეგაც შეგიძლიათ გულიანად იხარხაროთ....

image


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

0
130
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0