ფეხბურთი 7 სიმპათიური ფეხბურთელი, რომელიც ჯერჯერობით უცოლოა 2018, 4 ივლისი, 10:18 1)ალექსანდრე გოლოვინი - 24 წლის, მოსკოვის ცსკ-ს და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი, რუსეთის სპორტის ოსტატი, ევროპის ჩემპიონი (17 წლამდე) და ვიცე-ჩემპიონი(19 წლამდე), რუსეთის ჩემპიონი 2015/2016 წლებში. ფრანგულმა Le Monde-მ იგი შეიყვანა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების სიაში.
2)გაბრიელ ჟესუსი - 21 წლის, "მანჩესტერ სიტის"და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი, ბრაზილიის ჩემპიონი("პალმეირასის" შემადგენლობაში), პრემიერ-ლიგის და ლიგის თასის მფლობელი 2017/18 წლებში. 3)სერხიო აგუერო - 30 წლის, არგენტინელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ სიტისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. 2003 წლის 5 ივლისს ის გახდა არგენტინის პრიმერა დივიზიონში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ფეხბურთელი (იგი ამ დროს 15 წლის იყო). ამით მან დიეგო მარადონას რეკორდი მოხსნა. ევროპა ლიგისა და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი(2010 წელს მადრიდის "ატლეტიკოში") მარადონას ყოფილი სიძე, 2013 წელს იგი ცოლს, აგეროს გაეყარა გაუთავებელი ეჭვიანობის გამო. ზრდიან საერთო შვილს ბენჰამინს. 4)პაულო დიბალა - 24 წლის, არგენტინელი ფეხბურთელი, იტალიური „იუვენტუსის“და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი. შემოქმედებითი თამაშის გამო ხშირად ადარებენ სერხიო აგუეროსა და ვინჩენცო მონტელას. მის ოჯახს პოლონური და იტალიური წარმომავლობა აქვს. ადრე ხვდებოდა მწვანეთვალება ანტონელა კავალერის, თუმცა როგორც აღმოჩნდა, იგი დაშორდა შეყვარებულს. მსოფლიო ჩემპიონატზე პაულო დიბალა ტრიბუნებზე მხოლოდ დედასთან ერთად ჩნდებოდა. 5)მარკო ასენსიო - 22 წლის მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების ახალი ამომავალი ვარსკვლავი, ბასკურ-ჰოლანდიური წარმოშობის, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, უეფას სუპერთასის და ესპანეთის თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის. 6)ერიკ დაიერი - 24 წლის, ინგლისელი ფეხბურთელი, "ტოტენჰემ ჰოტსპურის" და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი. მისი ოჯახიც ფეხბურთის სფეროს წარმოადგენს: ბიძა "ჩარლტონში" თამაშობდა, ხოლო ბაბუა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ედგა სათავეში 1973-1989 წლებში, დედამისი ევრო -2004 ის მოსამზადებელ სამუშაობზე მიავლინეს პორტუგალიაში, იმ პერიოდში ერიკი ლისაბონის "სპორტინგის" აკადემიაში სწავლობდა და მას მეორე რონალდუს უწოდებდნენ. ერიკს ქერათმიანი გოგონები მოსწონს, ისეთი, როგორიც მისი ყოფილი შეყვარებული დანიელ კასელი იყო, რომელსაც 2016 წელს დაშორდა. 7)იან ზომერი - 29 წლის, შვეიცარიელი ფეხბურთელი, კლუბი "ბორუსიას" (მოუნჰენგლადბახი) და შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მეკარე. შვეიცარიიის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. იან ზომერი შვეიცარიული საათების კოლექციონერია და უყვარს რეტრო ავტომობილებით სეირნობა, შეყვარებული ჰყავს, თუმცა მასთან ოფიციალურ ურთიერთობას ჯერჯერობით არ აპირებს. ასე რომ, გოგონებს იმედი ჯერ არ დაუკარგავთ. 170 5-ს მოსწონს
|