შოუბიზნესი უცნობი ფაქტი - როდის ბაძავდა ალა პუგაჩოვა ნანი ბრეგვაძეს და რა რჩევა მიიღო ქართველი კოლეგისგან რუსმა პრიმადონამ ? 2018, 3 ივლისი, 22:11 ![]() ![]() წამყვანის შეკითხვა შეეხებოდა იმას, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ნანი ბრეგვაძე უფრო პოპულარული იყო, თუ ალა პუგაჩოვა, იდგა თუ არა ასე საკითხი. და იცნობენ თუ არა ისინი ერთმანეთს? " ვიცნობ და ძალიან პატივს ვცემ, პატივსაც მცემს. უნიჭიერესი ადამიანია, გარდა იმისა, რომ ის მუსიკალურად არის ძალიან ძლიერი, ის ისედაც ძლიერი ადამიანია, ძალიან ჭკვიანია. პუგაჩოვა ჯერ-ჯერობით ჩვენს დროში არ გამეორებულა, მშვენიერ ხმებიანი ხალხი მოდის, მაგრამ ის არ აქვთ რაც მას აქვს.. ![]() მაპატიეთ ამას რომ გეუბნებით, პირველად როცა გავიცანი, ის პატარაა ჩემზე ბევრად, 10 წლით უმცროსია, მე მეუბნებოდა, ვეძებდი, რა სტილით მემღერა, ჯერ თქვენი "კალიტკა" ავიღე და ასე ვმღეროდი, მერე რაღაც სხვაო, მე ვუთხარი რად გინდოდა ამდენი სიმღერა, რასაც მღერით ის თქვენია და ის არის კარგი. ასეა ეს, არავინ არ უნდა აიყვანო მაგალითად. " - ნანი ბრეგვაძე ნანი ბრეგვაძეს და ალა პუგაჩოვას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ: ![]() ფოტოზე - საბჭოთა კავშირის მეგავარსკვლავები ალა პუგაჩოვა, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე და ნანი ბრეგვაძე ![]() 759 3-ს მოსწონს
|