შოუბიზნესი ია ფარულავა რუსთავი 2-ზე დარჩა - "ძვირფასო ჟურნალისტებო მე არ დამიკავშირდეთ.." 2019, 26 აგვისტო, 15:42 მსახიობი და ტელესახე ია ფარულავა რუსთავი 2 ზე დარჩა, მისი გადაცემა "ფარული კონვერტი" არხზე განაგრძობს ეთერში გასვლას, ამის შესახებ თავად მსახიობმა სოცალურ ქსელში დაწერა: " გადაცემა "ფარული კონვერტი" რუსთავი 2-ზე დარჩა ძვირფასო ჟურნალისტებო მე არ დამიკავშირდეთ. განცხადებას მალე გააკეთებს კომედი ჯგუფის (რომლის ბაზაზეც კეთდებოდა ეს გადაცემა) ხელმძღვანელობა.. მადლობა.. პ.ს არავის გაუმართია კავკასიური ცარცის წრე ჩემს გამო.." - წერს ია ფარულავა ფეისბუქზე. კომენტარებში მსახიობი აღნიშნავს: " სხვა ყვითელი გადაცემებიც დარჩა.. ნუ პირველი აგური იასნია მე უნდა მომხვდეს.." მან ასევე დაწერა რომ ნიკა გვარამიას არხზე "ყვითელი გადაცემები" არ იქნება, რაც შეიძლება მისი დარჩენის ერთ-ერთ მიზეზად მივიჩნიოთ. 738 3-ს მოსწონს
|