x
image
Culture Express
უცნობი ფაქტი - როდის ბაძავდა ალა პუგაჩოვა ნანი ბრეგვაძეს და რა რჩევა მიიღო ქართველი კოლეგისგან რუსმა პრიმადონამ ?
image ნანი ბრეგვაძემ კარიერა 50-იან წლებში პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ანსამბლში დაიწყო, სხვადასხვა წლებში იყო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ"რეროსა" და "ორერას" სოლისტი, მას შემდეგ ხელი მიჰყო სოლო კარიერას. ქართული სიმღერების უბადლოდ შესრულებასთან ერთად ის რუსული რომანსების ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლადაა აღიარებული. მის მიერ შესრულებული სიმღერები საბჭოეთის მრავალ ქვეყანაში სარგებლობდა პოპულარობით. მომღერალს 1983 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ თავის დროზე მისი მიბაძვა იმ დროისათვის დამწყებმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამაც კი სცადა. ამის შესახებ ნანი ბრეგვაძემ "მძიმე კაცთან" ინტერვიუში ისაუბრა:


imageფოტოზე - ნანი ბრეგვაძე და ალა პუგაჩოვა. იურმალა


წამყვანის შეკითხვა შეეხებოდა იმას, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ნანი ბრეგვაძე უფრო პოპულარული იყო, თუ ალა პუგაჩოვა, იდგა თუ არა ასე საკითხი. და იცნობენ თუ არა ისინი ერთმანეთს?



" ვიცნობ და ძალიან პატივს ვცემ, პატივსაც მცემს. უნიჭიერესი ადამიანია, გარდა იმისა, რომ ის მუსიკალურად არის ძალიან ძლიერი, ის ისედაც ძლიერი ადამიანია, ძალიან ჭკვიანია. პუგაჩოვა ჯერ-ჯერობით ჩვენს დროში არ გამეორებულა, მშვენიერ ხმებიანი ხალხი მოდის, მაგრამ ის არ აქვთ რაც მას აქვს..

image

მაპატიეთ ამას რომ გეუბნებით, პირველად როცა გავიცანი, ის პატარაა ჩემზე ბევრად, 10 წლით უმცროსია, მე მეუბნებოდა, ვეძებდი, რა სტილით მემღერა, ჯერ თქვენი "კალიტკა" ავიღე და ასე ვმღეროდი, მერე რაღაც სხვაო, მე ვუთხარი რად გინდოდა ამდენი სიმღერა, რასაც მღერით ის თქვენია და ის არის კარგი. ასეა ეს, არავინ არ უნდა აიყვანო მაგალითად. " - ნანი ბრეგვაძე


ნანი ბრეგვაძეს და ალა პუგაჩოვას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ:

image

ფოტოზე - საბჭოთა კავშირის მეგავარსკვლავები ალა პუგაჩოვა, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე და ნანი ბრეგვაძე

image

0
759
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
759
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0