საზოგადოება " მე და ცხონებულმა ვანომ ჩვენი სიკვდილი ჩვენი თვალით ვნახეთ!......- აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვაჟა ნოზაძე 2018, 2 ივლისი, 19:42
25 წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან და მისით მიყენებული ტკივილი დღემდე არ განელებულა. დღეს 1993 წლის 2 ივლისს აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა. აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ომის მონაწილე ფეისბუქის გვერდზე ასეთ ამაღელვებელ პოსტს წერს: "2_ში ჩავფრინდით მე და ჩემი ჯგუფი ოჩამჩირეში და ჭაჭანება კაცი არაა, ყველა ცაგერას და ტამიშის მისადგომებთან იყო წასული, გავიხედეთ და წითელმა იკარუსმა გამოიარა შუა ოჩამჩირეში, მოლანდება გვეგონა ყველას, ისე შევცვივდით გაჩერებაც არ ვაცადეთ, მოკლეთ რამოდენიმე წუთში შუა დაგნარში აღმოვჩნდით! საშინელი სურათი დაგვხვდა! ყველა ფორმის იარაღიდან გვესროდნენ და ბოლოს სუ_25 ებმაც დაგვბომბეს! დაბომბვის შედეგად ნიკა კანაშვილი თავში მძიმედ დაგვეჭრა და ვანო იარაჯულს ფეხის ცერა თითი წააგლიჯა ჯურვის "ასკოლკამ" ..... მძიმე ბრძოლების მერე დესანტი გავანადგურეთ და სოხუმის გზა გავწმინდეთ, ნიკას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და სასწაულად გადარჩა, მე ვანო წამოვიყვანე სახლში და იქაც სასწაულად გადავრჩით, ვერტმფრენი რომელშიც ჩავსხედით უკვე ამოქოქილი იყო და სოხუმის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო და სოხუმიდან თვითმფრინავით ვაპირებდით თბილისში გადმოფრენას, ამ დროს მეორე ვერტმფრენიც იდგა იქვე რომლის პილოტიც ამოვიდა სადაც ჩვენ ვისხედით და რომ დაგვინახა დაჭრილთან ერთად, ბიჭებო ჩერეზ მესტია თბილისში მივფრინავ და რომ არ იწვალოთ ჩემთან გადმოჯექით და 15 წუთში მეც გავფრინდებიო, მედა ვანოც გადავჯექით, ნამდვილად უფრო გვაწყობდა პირდაპირ ჩამოფრენა თბილისში! ის ვერტმფრენი რომელშიც ვისხედით ჩვენს თვალწინ გაფრინდა სოხუმის მიმართულებით და რამოდენიმე წუთში ზღვის სანაპიროს გაყოლებაზე ჭურვი მოარტყეს და ალმოდებული ზღვაში ჩავარდა! ... იქ ძირითადად სამხედრო პოლიციელები და ადგილობრივები ისხდნენ რომლებსაც სამწუხაროდ უკანასკნელად მე და ვანომ შევავლეთ თვალი და რამოდენიმეს გამოველაპარაკეთ კიდეც 110 1-ს მოსწონს
|