საზოგადოება სიღნაღის ანსამბლის 13 წლის მოცეკვავე ზღვაში დაიხრჩო 2018, 1 ივლისი, 15:09 სიღნაღის მიუნიციპალური ანსამბლ „ლაშქრულის“ ერთერთი წევრი 13 წლის მოცეკვავე ურეკში, ზღვაში დაიხრჩო. ანსამბლის წევრები გასტროლზე იმყოფებოდნენ. კიდევ ორი მოზარდის გადარჩენა მაშველებმა დროულად შეძლეს. სწორედ მას შემდეგ გაირკვა, რომ მათთან ერთად კიდევ 13 წლის ბიჭიც იმყოფებოდა, რომელიც არ ჩანდა. თორნიკე პატრიასოვი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ცხოვრობდა. ის ხალხური ცეკვის ანსამბლ „ლაშქრულის" მოცეკვავე იყო. ანსამბლის სხვა წევრების თქმით, მოზარდი აღელვებულ ზღვაში ჩავიდა. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.
.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრიდან 10 და 16 წლის მოზარდები უვნებლად გამოიყვანეს. მაშველების მიერ ორი მოზარდის ზღვიდან გამოყვანის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე მოზარდიც. 13 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს. გადარჩენილი მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანის დახრჩობის ფაქტი დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, მაშველებმა 36 ადამიანი გადაარჩინეს. საზღვაო სეზონის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი მუშაობს.
174 შეფასება არ არის
|