სხვა უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა +43 გრადუსს მიაღწევს 2018, 1 ივლისი, 14:29 გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ძალიან მაღალი ტემპერატურის შესახებ გვაფრთხილებენ, მათი ცნობით: მომდევნი დღეებში უნდა ველოდოთ ტემპერატურის მატებას.
1 ივლისიდან 4 ივლისის ჩათვლით საქართველოში კვლავ ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 1 ივლისიდან 4 ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა მიაღწიოს +40, +43 გრადუსს.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემტერატურა +32, +37 გრადუსს მიაღწევს.
ქალაქ თბილისში კი ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა მიაღწიოს +38, +40 გრადუსს. აქედან გამომდინარე სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ: მოვერიდოთ მზეში სიარულს, მივიღოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხეები, ჩავიცვათ ღია ფერის სამოსი. 49 3-ს მოსწონს
|