მსოფლიო კომუნისტური მორალი-ჩრ. კორეაში მოკლე კაბა აკრძალეს 2018, 1 ივლისი, 11:19
ჩრდილოეთ კორეაში დაიწყო მორიგი კამპანია სოციალისტური მორალის დაცვისთვის, როგორც Life იუწყება, ეს საკითხი ფართოდ განიხილებოდა ჩრ.კორეის და აშშ-ს ლიდერის შეხვედრის წინ.
დასავლურ სამყაროსთან დაახლოება სასარგებლოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სოციალისტური მორალის პრინციპები, განსაკუთრებით ეს ეხება ქალის ჩაცმულობას-ასე გადაწყვიტა კიმ ჩემ ინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის წინ ორმხრივი სამიტის ფარგლებში. ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დროა აქტიურად განმტკიცდეს სოციალისტური იდეოლოგია ჩრ.კორეელ ქალებში. აკრძალულთა სიაში მოხვდნენ: მოკლე ქვედაბოლო, ბადე კოლგოტი, კოლგოტი ნაქარგებით და ინგლისური წარწერით.თუ სამართალდამცავებმა ქალს აღმოაჩინეს მსგავსი ჩაცმულობა, ჯერ ჩამოერთმევა, ხოლო განმეორების შემთხვევაში სოლიდურად დაჯარიმდება. ამის გარდა აკრძალულთა სიაში მოხვდა ცეკვა კეი-პოპი(K-POP), რომელიც ეროტიულად მიიჩნიეს, აკრძალულია აგრეთვე სამხრეთ კორეული მუსიკა, ფილმები და ტელ-შოუები. 97 6-ს მოსწონს
|