საზოგადოება "არ დაანაგვიანოთ თქვენი მეხსიერება წყენებით, თორემ მშვენიერი მომენტებისთვის ადგილი არ დარჩება" - დოსტოევსკის ცხოვრებისეული ფრაზები 2018, 1 ივლისი, 0:58 1. ადამიანის განადგურებისთვის ძალიან ცოტა რამაა საჭირო: უბრალოდ უნდა დაარწმუნოთ, რომ საქმე, რომელსაც აკეთებს, არავის სჭირდება. 2. ჭეშმარიტად დიდი ადამიანები უთუოდ უნდა გრძნობდნენ დიდ ნაღველსაც ამქვეყნად. 3. მლიქვნელობაზე ადვილი და პირდაპირობაზე ძნელი კი არ არის რამ ამქვეყნად. თუ პირდაპირობაში იოტის ტოლა სიყალბე მაინც შეეპარა ადამიანს, მაშინვე ყველაფერი ირღვევა და იღუპება, აურზაური მოსდევს; მლიქვნელობაში თუნდ ყველაფერი ყალბი იყოს, მაინც საამო მოსასმენია იგი. რაგინდ უხამსი და მოურიდებელი იყოს მლიქვნელობა, ნახევარი მაინც სიმართლედ ეჩვენება ადამიანს. ასეა ყველა წრისა და წოდების ხალხისათვის. მლიქვნელობით შეიძლება შეცდენა თვით ზეციური უმანკოების. ჩვეულებრივსა და უბრალო ხალხზე ხომ, რაღა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს. 4. მშვენიერება მისტიკური და ამავე დროს საშინელია. თითქოს ღმერთი და ეშმაკი ებრძვის აქ ერთმანეთს, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. 5. - არ შემიძლია ვდუმდე, როცა გული ლაპარაკობს. მაგრამ სულ ერთია... დამიჯერეთ, არც ერთი ქალი, არასდროს, არასდროს! არავითარი ნაცნობობა! ეს კია, რომ ყოველდღე ვოცნებობ, ბოლოს და ბოლოს ოდესმე ვინმეს შევხვდები-მეთქი, ო, რომ იცოდეთ, ასე რამდენჯერ ვიყავი შეყვარებული!... - როგორ, ვისზე? - არავისზე, იდეალზე, იმაზე, ვინც სიზმარში გამოგეცხადებათ ხოლმე. ოცნებებში მთელ სასიყვარულო ამბებს ვთხზავ. 6. რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარსდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს. 1692 4-ს მოსწონს
|