x
image
მაიკო ქავთარაძე
რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე ოპტიმისტები და სიცოცხლით სავსენი?
image

ვერძი - მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება ბრძოლაა, ამიტომ ცხოვრებას ისე აღიქვამს, როგორც შეჯიბრს, გამოწვევას და მუდამ ცდილობს გამარჯვებული დარჩეს უამრავი დაბრკოლების მიუხედავად. თუ ვერძს მიზანი გააჩნია, გააჩნია სტიმული და ბრძოლის უნარი, ის ყოველ ჯერზე, მარტივად წამოდგება ფეხზე გადატანილი წარუმატებლობის შემდეგ. ბავშვური ხასიათი, ინფანტილიზმი და მომავლის საოცარი რწმენა ეხმარება ამ ადამიანებს იმაში, რომ ხშირად მცირედითაც დაკმაყოფილდნენ და მუდმივად იქონიონ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი.


image




მშვილდოსანი - ბედის ნებიერა, ოპტიმისტი და ხუმარაა. რომ არა იუმორის ამხელა დოზა, მშვილდოსანს რა ეშველებოდა?-ეს ხალხი ყოველთვის ახერხებს იხუმროს ყველაფერზე, მათ შორის საკუთარ თავზეც. ცუდი განწყობა მშვილდოსნისთვის წამიერია; მართალია, ზოგჯერ სევდაც დარევს ხოლმე ხელს, მაგრამ რეალურად, ძალზე მარტივად გამოდის დეპრესიული მდგომარეობიდან თუკი დაინახა, რომ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც სჭირდება მისი სიყვარული და თანადგომა. მშვილდოსნებს დაუღალავად სჯერათ უკეთესის, ამიტომ მუდმივად მიიწევენ წინ და იშვიათად იხედებიან უკან, წარსულისკენ, თუნდაც ეს წარსული შეცდომებით იყოს სავსე.



image


მერწყული - ჰუმანური, მომავლისკენ ორიენტირებული და კრეატიული ნიშანია. მისთვის მარტივია ყოველდღიური, ბანალური წვრილმანების დავიწყება რაიმე დიდი იდეის სანაცვლოდ. მერწყული უკონფლიქტოა, ეს თვისებაც აძლევს ძალას, რომ ოპტიმისტურად აღიქვას ადამიანები, მუდმივად დაინახოს მათში კარგი და ნაკლებად გაკიცხოს ისინი ცუდი თვისებების გამო. ამ ხალხს საოცარი მეგობრობა შეუძლია, ამიტომ, თუკი არსებობს მეგობრული გარემო, ახალი იდეები და თემები, რომელიც მსჯელობას და ოცნებას მოითხოვს, მერწყული ჭიქა ყავისა და გემრიელი ნუგბარის თანხლებითაც ძალზე ბედნიერი იქნება.


image

1
2156
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
2156
  
2018, 22 დეკემბერი, 1:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1