სხვა რა თვისებები ახასიათებთ ღორის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს? 2018, 18 ოქტომბერი, 1:55 რაინდული ხასიათი (ეს არის ღორის უმაღლესი თვისება), თავაზიანი, დაუზარელი უკიდურესობამდე ფაქიზი-აი, როგორ ახასიათებენ ასტროლოგები მას. იგი ყოველთვის აფრიალებს სისპეტაკის დროშას; შეგიძლიათ ენდოთ ბოლომდე, არასოდეს გიღალატებთ და ყოველთვის გამოგიწოდებთ დახმარების ხელს.
![]() მხიარული ამხანაგია, საზოგადოებაში ცოტა თავაშვებული. იგი იშვიათად ლაპარაკობს, მაგრამ თუ "თავი აიწყვიტა", ვერაფერი მას ვერ შეაჩერებს, სანამ არ ამოწურავს სასაუბროს. როგორც მაიმუნი, ღორიც ინტელექტუალია, დიდია მისი ლტოლვა სწავლისადმი. ![]() ცოტა მეგობრები ჰყავს, მაგრამ ინარჩუნებს ბოლომდე და მათ გამო მსხვერპლის გაღებაც კი შეუძლია. ძალიან ყურადღებიანია იმათ მიმართ, ვინც მოსწონს. ამ ნიშნის ქალებს უყვართ საჩუქრების გაცემა და პატარა დღესასწაულების ორგანიზება. ![]() ![]() ღორის წელში დაბადებულ ადამიანს შეუძლია დაეუფლოს ნებისმიერ პროფესიას; კეთილსინდისიერი და სრომისმოყვარეა; ძალუძს მიაღწიოს წარმატებას ხელოვნების ზოგიერთ სფეროში, ასევე პოეზიასა და ლიტერატურაში. 246 6-ს მოსწონს
|