x
image
თამილა გურაშვილი
რატომ დააპატიმრა სტალინმა მოლოტოვის ცოლი
image
მოლოტოვს "სტალინის ჩრდილს" უწოდებდნენ. ის პირდაპირ გავლენას ახდენდა მსოფლიო პოლიტიკაზე და საბჭოთა კავშირში მეორე ადამიანი იყო. ЦРУ-მ მას 100 000 დოლარი შესთავაზა მისი მემუარებისთვის, მაგრამ მოლოტოვი არ გაიყიდა.

მოლოტოვის და სტალინის ცხოვრებაში ბევრი პარალელია. ადრეული პარტიული საქმიანობის გარდა, მათ აერთიანებდათ ის ფაქტი, რომ ორივე მათგანი წერდა ლექსებს. მოლოტოვი ასევე უკრავდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. ვიაჩესლავ სკრიაბინის (ნამდვილი სახელი მოლოტოვის)ასევე ქონდა მუსიკალური განათლება.

ის უკრავდა ქუჩის მუსიკოსების ჯგუფში.ჯგუფი გამოდიოდა რესტორნებში, ფულს ბევრს არ უხდიდნენ, მაგრამ სამაგიეროდ მუსიკოსები არ იყვნენ მშიერი. მოგვიანებით სტალინი მოლოტოვზე ხუმრობდა:" შენ უკრავდი მთვრალი ვაჭრებისთვის და ისინი სახეზე მდოგვს გისვამდნენ" .სტალინს უყვარდა კეთილი ხუმრობა.

ძველი დროის რევოლუციონერები არიან განსაკუთრებული ხალხი. მათი ჩვევებით და მკაცრი დისციპლინით ძალაუფლებაში იქმნებოდა და ინახებოდა მომავალი.


მოლოტოვს, რომელიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოველთვის თან დაქონდა რევოლვერი

ის გარშემორტყმული იყო დღე და ღამე რამდენიმე ათეული დაცვის თანამშრომელით, მაგრამ ჩვევა ბალიშის ქვეშ ყოველთვის ქონოდა რევოლვერი, მას წესად დარჩა.მას ქონდ ამაღალი პასუხისმგებლობა და მისი ცნობადობის მნიშვნელობის გაგების უნარი.

მოლოტოვი დაქორწინებული იყო პოლინა სემიონოვნა ჟემჩუჟინაზე.ის იყო არაორდინალური ქალი. ასევე პირველი ქალი მინისტრი. მისი ნამდვილი სახელი იყო - პერლ სემიონის ასული კარპოვსკაია.

პოლინა სემიონოვნა იყო ნადეჟდა ალილუევას ახლო მეგობარი და იყო უკანასკნელი, ვისთანაც ალილუევას თვითმკვლელობის წინ ქონდა ურთიერთობა.ამან შესაძლოა კიდეც ითამაშა დიდი როლი სტალინის მისდამი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე .

1948 წელს ჟემჩუჟინას ბრალად დაედო მრავალი წლის განმავლობაში დანაშაულებრივ კავშირში ებრაელ ნაციონალისტებთან და ხუთი წლით გადაასახლეს. მასთან ერთად დააპატიმრეს მისი ნათესავები: ძმა, და და ორი ძმისშვილი .

მოლოტოვისთვის, მისი მეუღლის დაკავება ნამდვილი ტრაგედია იყო, მაგრამ ვიაჩესლავ მიხაილოვიჩი სტალინთან კონფრონტაციაზე არ წავიდა.

მეუღლის დაკავებიდან ორი თვის შემდეგ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მოლოტოვმა დაკარგა გავლენები.

სტალინთან პირადი საუბრის დროს ჟემჩუჟინას საქმეზე გამოძიებისას, დიდმა ბელადმა ვიაჩესლავ მიხაილოვიჩს ურჩია მეუღლესთან განქორწინება. მოლოტოვი დათანხმდა. ალბათ ამ ფაქტმა გადაარჩინა ოჯახის მომავალი. ჟემჩუჟინა არ დახვრიტეს.

1953 წელს შავმა ღრუბლებმა თვით მოლოტოვის ირგვლივ დაიწყეს შეკრება. მეცხრამეტე კონგრესზე სტალინმა მოლოტოვის საქმიანობა მკაცრად გააკრიტიკა. გამოცდილი აპარატის მუშაკი ხვდებოდა რაც მოყვებოდა ამას, ჟემჩუჟინა დაიბარეს მოსკოვში და დაკითხეს ყოფილ მეუღლეზე. სიტუაცია სტალინის გარდაცვალებით დაირღვა. ლავრენტი ბერიამ მოლოტოვის თხოვნით პოლინა სემიონოვნა გაათავისუფლა.

მოლოტოვმა ამის მერე 16 წლის განმავლობაში შეუნარჩუნა ცოლს სიცოცხლე. ავადმყოფობის დროს მას ყოველდღე ნახულობდა. პირადი ავტომობილი მოლოტოვს აღარ ყავდა, საბჭოთა კავშირის ყოფილი მეორე პირი ავადმყოფ მეუღლესთან მატარებლით და ავტობუსით მიდოდა.

ხარისხი, რომელიც მოლოტოვს ქონდა, ვერ წაართვეს, დისციპლინარულობით და შეუპოვრობით მიაღწია მეორე ადგილს

ვენაში მუშაობის დროს მოლოტოვი პერიოდულად წერდა წერილებს ცენტრალურ კომიტეტს სიტუაციის ანალიზის შესახებ. მაგრამ არავის პასუხობდა წერილებზე.

პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, მოლოტოვი დაჟინებით წერდა წერილებს თხოვნით, რომ აღედგინათ.

მხოლოდ 1984 წელს, ჩერნენკომ, რომელსაც სურდა, რომ ეჩვენებინა თავისი დამოუკიდებლობა, აღადგინა მოლოტოვი პარტიაში. ამაზე ხალხი ხუმრობდა: "ჩერნენკო ამზადებს თავის მემკვიდრეს-ო". იმ დროს, მოლოტოვი იყო 94 წლის, ჩერნენკო კი 21 წლით უმცროსი მოლოტოვზე.

მთელი ცხოვრების მანძილზე მან შეინარჩუნა ყოველდღიური რუტინული დისციპლინა. მან დაგვიტოვა ახალგაზრდობის საიდუმლო.

მოლოტოვი დილის 6:30 საათზე დგებოდა, 20 წუთის განმავლობაში ვარჯიშობდა. საუზმის შემდეგ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტყეში სეირნობდა და შემდეგ კითხულობდა გაზეთებს. შემდეგ ორსაათიანი დასვენება და ისევ მაგიდა და წიგნები, წიგნები. დღეში 6 საათს კითხულობდა და ამბობდა, რომ ყველა მოვლენის შესახებ იყო საქმის კურსში " ცუდია, რომ ასაკი და ჯანმრთელობა არ გვაძლევს საშუალებას აქტიურად ვიყოთ ჩართულები მოვლენებში, რაც უფრო ემატება ასაკი ადამიანს, მით მეტად უნდა, რომ იყოს სასარგებლო საზოგადოებისთვის, მე ბედნიერი სიბერე მაქვს, მინდა ვიცოცხლო ას წლამდე"- აცხადებდა მოლოტოვი

მოლოტოვი იყო დახვრეტილ ადამიანთა სიებზე ხელმომწერის რეკორდსმენი.ეს იყო 372 ადამიანი. მისი სიცოცხლის ბოლომდე ხალხი ქუჩაში დანახვისას ვერ იკავებდა თავს, რომ არ დაეძახათ მისთვის შეურაცმყოფელი სიტყვები: - ჯალათი, მილიონების ჩამომხრჩობი"

ასეთ თავდასხმებს მოლოტოვი თავშეკავებით და გაგებით ეკიდებოდა. თავის ინტერვიუებში მან არაერთხელ აღიარა, რომ იყო დახვრეტები, მაგრამ სხვა გზა არ იყო:- "ან ისინი ჩვენ, ან ჩვენ მათ" - ამბობდა ის

ერთერთი ხმაურიანი "ხელმოწერა" იყო 1939 წელს, ლავრენტი ბერიამ მოაწყო პროვოპცირება ეგრეთ წოდებული "ფეხბურთელთა საქმის." მან დაადანაშაულა გუნდ "სპარტაკში" მოთამაშე ძმები დივერსიულ ტერორისტულ მოღვაწეობასა და სტალინის მკვლელობის მცდელობაში.

ვიაჩესლავ მიხაილოვიჩმა არ მოაწერა ხელი დაპატიმრების ორდერზე. იმ დროს მოლოტოვის ქალიშვილი სწავლობდა იმავე სკოლაში, სადაც სტაროსტინის ქალიშვილი, ეს ისტორია ცნობილი გახდა თავად სტაროსტინისგან .1939 წელს მოლოტოვს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ქონდა, ვიდრე ორდერის ხელის მოწერა თუ არმოწერა.

მოლოტოვი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა სტალინელი.სტალინთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა. ვიაჩესლავ მიხაილოვიჩი ერთადერთი იყო, რომელიც სტალინს შენობით მიმართავდა.მეუღლის დაპატიმრების შემდეგაც კი არ შეიცვალა მოლოტოვმა შეხედულებები. პოზიციების არდათმობა იყო მოლოტოვის ცხოვრების წესი. ის სტალინს უწოდებდა ბრძენ და გენიალურ ადამიანს, ხოლო ხრუშოვს მიიჩნევდა გაუნათლებელ ადამიანად. გასაოცარია, მაგრამ მოლოტოვის ცოლიც ბოლომდე დარჩა ჭეშმარიტ სტალინელად.








მოლოტოვმა ხანგრძლოივად იცოცხლა, ის იყო ლენინური კოჰორტის უკანასკნელი წარმომადგენელი


1
335
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
335
  
2019, 21 თებერვალი, 8:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1