ნამცხვრები მოამზადეთ უგემრიელესი კექსი ალუბლით 10 წუთში 2018, 30 ივნისი, 11:37 მომზადების წესი: რბილი კარაქი შევზილოთ შაქართან და დავუმატოთ თითო კვერცხი. შემდეგ დავამატოთ გამაფხვიერებელი, ვანილი, წყალი და ფქვილი. ცომი არ უნდა იყოს ძალიან სქელი. ფორმაში(10\25სმ)ვათავსებთ ცომის ნაწილს და ვაწყობთ ზედ ალუბალს. შემდეგ ისევ ცომს და ალუბალს. ბოლოს ვავსებთ ცომის ნარჩენით. ვდგამთ ღუმელში (180 გრადუსი) 50 წუთით. გემრიელად მიირთვით! 364 2-ს მოსწონს
|