x
image
თაზუ
როგორ გამოვაცხოთ ტორტი ბრაუნი სახლში?
imageინგრედიენტები:

2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

110 გრამი კაკალი

80 მლ ცხიმიანი ნაღები


45 გრ კაკაოს ფხვნილი

70 გრ ფქვილი

200 გრ შაქარი

200 გრ ნაღების კარაქი

85 გრ ნაღების ყველი

55 გრ შოკოლადი (კრემისთვის)

85 გრ შავი შოკოლადი (ცომისთვის)

3 ც კვერცხი

მომზადების წესი:

image

პირველ რიგში მოვხალოთ კაკალი 180 გრადუს ცელსიუსზე და გავაჩეროთ 8-10 წუთით.

image

გავადნოთ ნაღების კარაქი

image

დავამატოთ 85 გრ შავი შოკოლადი და მხოლოდ გადნობის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან

image

დავამატოთ კაკაო

image

შემდეგ შაქარი

image

ავთქვიფოთ მიქსერით კვერცხები ერთმანეთის მიყოლებით

image

დავამატოთ ვანილით არომატიზებული ნაღების ყველი. ძირითადად გამოიყენება ყველი მასკარპონე

image

დავამატოთ ფქვილი და ცოტაოდენი მარილი

image

და მოხალული კაკალი

image

გადავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ 30-35 წუთით 165 გრადუსზე

image

მოვამზადოთ შოკოლადის სოუზი. ჯამში დავაქუცმაცოთ შოკოლადი, დავამატოთ ნაღები და დავდგათ ცეცხლზე

image

მივიყვანოთ დუღილამდე და გამუდმებით ვურიოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან

image
გამომცხვარ ბისკვიტს ვაცალოთ 20 წუთი გაციება და დავხვრიტოთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები

image
ნახვრეტებში ჩავასხათ შოკოლადის სოუსი და შევდგათ საყინულეშიimage
ვინ დარჩება გულგრილი?

0
702
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
702
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0