x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი პირდაპირ ეთერში სექსუალურად შეავიწროვეს(ვიდეო)
image
სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი(Kethevane Gorjestani) რიგით მესამე ჟურნალისტია, რომელიც სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე, გულშემატკივრების მხრიდან.


ამ ინციდენტის ვიდეომასალას FRANCE 24 ავრცელებს, რომლის რეპორტიორიც გახლავთ ქეთევან გორჯესტანი. უცნობი მამაკაცი რამდენჯერმე მიუახლოვდა ქეთევანს, რომელიც ურუგვაი-რუსეთის მატჩზე საუბრობდა, ხელი გადახვია და ბოლოს კისერზე აკოცა.

"სამწუხაროდ, ასეთ და ამაზე უარეს სიტუაციაში ქალი სპორტული ჟურნალისტები რეგულარულად ხვდებიან, განსაკუთრებით ფეხბურთის გაშუქების დროს. იმღერეთ, იცეკვეთ და იზეიმეთ თქვენი გუნდის გამარჯვება, მაგრამ არ მაკოცოთ, არ შემეხოთ და ნუ შემიშლით ხელს ჩემი საქმის კეთებაში, " - აღნიშნა ქეთევანმა სოციალურ ქსელში.

image


ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე ქალ ჟურნალისტს თავს დაესხნენ, აქამდე ძალადობის მსხვერპლი ბრაზილიელი ჟურნალისტი ჯული ჰიმარაესი და კოლუმბელი ჯულიეტა გონსალეს ტერანი გახდა(ნახე ვიდეო)


ქეთევან გორჯესტანი სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილია. ქეთევანი საფრანგეთში ცხოვრობს და პა­რიზ­ში, ფრან­გულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორე­ნო­ვან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს. ის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის­თვის სი­უ­ჟე­ტებს ამ­ზა­დებს, მათ შორის – სპორტული განხრითაც.


იხილე ვიდეო

0
328
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0