x
image
თორ ნიკე
ნათხემი - ტვინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვნესი ნაწილი
ნათხემი - ტვინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი


ნათხემი ანუ ცერებელი (cerebelum) იგივე "პატარა ტვინი" წარმოიქმნა დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ ადრეულ ცხოველებში. ის არის თავის ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ყველაზე კარგად განვითარებულია ძუძუმწოვრებში და ყველაზე მეტად სწრაფად მოძრავ ძუძუმწოვრებში. ის მოგრძო ტვინსა და შუა ტვინს შორის მდებარეობს. ის არის ტვინის ღეროს უკან და დიდი ტვინის კეფის წილის დაბლა. მისი წონა 150 გრამს შეადგენს, ხოლო დიამეტრი განივად 12 სანტიმეტრია. ის ასრულებს მგრძნობიარე-მამოძრავებელ ანუ სენსო-მოტორულ როლს. მისი ყოველგვარი დაზიანება ვლინდება საერთო ნიშნებით, რასაც ნათხემის სინდრომი ჰქვია. ნათხემის სინდრომში შედის შემდეგი სიმპტომები:


1. თავის ტკივილი

2. პირღებინება


3. თავბრუხვევა

4. ბარბაცით სიარული (სწორ ხაზზე გავლის შეუძლებლობა)

5. დარღვეულია მოძრაობის კოორდინაცია (აღინიშნება ასინერგია)


ნათხემი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
772
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
772
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0