x
image
თედო16
ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს 39 წლის გახდა
image

საქართველოში ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს 39 წლის გახდა.

დღეს ნანუკა მთლი დღეა, სოციალურ ქსელში ცნობილი სახეებისგან მილოცვებს იღებს. სელებრითების ნაწილმა გადაწყვიტა, ტელეწამყვანისთვის იუბილე საჯაროდ მიელოცა. მათ შორის იყო "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:


"ვულოცავ ჩემს მეგობარს დაბადების დღეს! საქმეში წარმატებულს, კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებ და პირად ცხოვრებაში დიდ ბედნიერებას!


გვიჩხუბია, გვიკამათია, მაგრამ ყოველთვის გვეგულება ერთმანეთი გვერდში, მაშველად და გულშემატკივრად! ყოველთვის, როცა გვიჭირს პირადად ან უჭირს ჩვენს საერთო საქმეს! ჩვენ ერთი გუნდი ვართ ნანუკა ჟორჟოლიანი!" – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.


ნანუკა თავისი გადაცემით – "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" პირველად 2009 წელს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოჩნდა. დღემდე გადაცემამ არაერთხელ შეიცვალა სტუდიის დიზაინი, ფორმატი, მაგრამ არ შეცვლილა ერთი - იგი 2009 წლიდან დღემდე ყოველ ოთხშაბათს, 22:00 საათზე გადის ეთერში.

2012 წელს ტელეწამყვანმა თავის საავტორო გადაცემასთან ერთად დატოვა ტელეკომპანია "იმედი" და "რუსთავი2"-ზე გადავიდა.


image

გადაცემას არაერთი ჯილდო და ტიტული აქვს მოპოვებული:

2010 წელს – წლის საუკეთესო შოუ

2011 წელს – წლის საუკეთესო პროექტი

2011 წელს – წლის მეგა პროექტი

2011 წელს – კავკასიის მედია სკოლის საპატიო დიპლომი

2012 წელს – წლის საუკეთესო პროექტი

2014 წელს – საუკეთესო გასართობი შოუს წამყვანი

2014 წელს – წლის ქველმოქმედი გადაცემა


"ინტერმედია.ჯი" ულოცავს ნანუკას დაბადების დღეს და უსურვებს წარმატებებს!


1
220
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
220
  
2018, 27 ივნისი, 22:16
ამას კიდე მიყავს გადაცემები?????????
0 1 1