საზოგადოება წალენჯიხელი ენათმეცნიერის მტკიცებით, გრაკლიანის ძეგლზე წარწერა მეგრულად იშიფრება [ვიდეო/ფოტო] 2017, 1 დეკემბერი, 22:08 წალენჯიხელი ენათმეცნიერი ირწმუნება, რომ წარწერა გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე, რომელიც შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირთან ახლოს, გორაზე მდებარეობს, მეგრულ ენაზე იშიფრება. კუკური ფიფიას მტკიცებით, ის ამ აზრამდე ინტერნეტში მოპოვებული ფოტომასალების გაცნობის შემდეგ, აგვისტოს თვეში, სულ რაღაც ოც წუთში მივიდა. ამბობს, რომ მართალია წარწერა დეფორმირებულია, მაგრამ არც იმდენად, მისი ამოკითხვა გასჭირვებოდა. "ქიანა მიორც" – ენათმეცნიერი ირწმუნება, რომ ძეგლზე სწორედ ამ შინაარსის წარწერაა დატოვებული. 259 1-ს მოსწონს
|