საზოგადოება მარჯანიშვილის პროსპექტი...თუ მეცამეტე რაიონი?- გიორგი თევზაძე 2018, 25 ივნისი, 12:33
დიდი ხანია, მარჯანიშვილის პროსპექტზე არ გამივლია. აფთიაქში მინდოდა წამლის შეძენა, აფთიაქები კი მარჯანიშვილის გაყოლებაზე უხვადაა. ვიფიქრე, რომელიმე ერთ–ერთ აფთიაქში ექნებათ ექიმისაგან დანიშნულ წამალი, ჰოდა, მეც მეტროში ჩავედი და მარჯანიშვილის სადგურის გაჩერებაზე გადმოვედი და მარჯანიშვილის პროსპექტზე ამოსვლისთანავე, როგორც კი რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, დავინახე, რომ რამდენიმე პირი, ფორმაში გამოწყობილი პოლიციელი იდგა, ხოლო რამდენიმე მათთან ერთად უფორმოდ იყო და ვიღაც თავგადაპარსულ ახალგაზრდას ჯიბეებს უსინჯავდნენ ანუ ჩხრეკდნენ. ეტყობა საეჭვოდ მიიჩნიეს, მერე, როცა მარჯანიშვილის პროსპექტის ქუჩას შევუყევი, იმდენი უცხოელი იყო, თავი უცხოეთში მეგონა და მათ ფაქტიურად მთელი მარჯანიშვილის პროსპექტი ათვისებული აქვთ მაღაზიებითა და კაფე- ბარებით. არავინ ჩათვალოს, რომ თითქოს მე, უცხოელის მიერ საქართველოში ბიზნესის დაწყების წინააღმდეგი ვიყო, თუმცა ერთ–ერმა ხანში შესულმა გამვლელმა მანდილოსანმა გაკვირება რომ შემატყო სახეზე, მითხრა, მე ახლოს ვცხოვრობ და თქვენ ღამის საათებში რომ გაიაროთ მარჯანიშვილზე, თვალებს არ დაუჯერებთ, რა ხდებაო.... ნამდვილად არ ვაპირებ ღამე მარჯანიშვილის პროსპექტზე გავლას, რაღა ამის შემხედვარეს გამისკდეს გული, რა ისე, ნაკლები გვაქვს სადარდებელი ქართველობას.... ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, სხვადასხვა ქვეყნის დროშებიც რომ დამენახა გადმოფენილი მაღაზიებთან და კაფე–ბარებთან, ალბათ აღარც გამიკვირდებოდა, ვიფიქრე, შემთხვევით თბილისის ცენტში, მარჯანიშვილის პროსპექტზე მეცამეტე რაიონი ხომ არ ყალიბდება და ამას ვერ ვხედავ–თქო!?"- უფლებადამცველი გიორგი თევზაძე 137 1-ს მოსწონს
|