სიახლეები ამერიკელმა ქალმა ძველი დანჯღრეული ავტობუსი ოცნების სახლად აქცია 2018, 24 ივნისი, 22:41 თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ კომფორტულ სახლში იცხოვროს, რომელიც ყველა მოთხოვნას და სურვილს დააკმაყოფილებს. ჯესი ლიპსკინიც ასე ფიქრობდა, მაგრამ სახლის საძებნად დრო და საშუალება არ ჰქონდა. ამიტომაც გადაწყვიტა საკუთარი ოცნების სახლის აშენება, რომელიც ყველა მის სურვილს დააკმაყოფილებდა. ავტომობილების გაყიდვების ვებ-საიტზე, ქალბატონმა 1966 წელს გამოშვებული ძველი დანჯღრეული ავტობუსი აღმოაჩინა და პირველსავე დანახვაზე შეუყვარდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ჯესიმ ძველი ავტობუსი სახლად აქცია . მესამე წელს კი ჯესიმ გაარემონტა ავტობუსი და გახადა სრულფასოვანი საცხოვრებელი ბორბლებზე.ჯესი თავად აქტიურად მონაწილეობდა მისი ოცნების სახლის მშენებლობაში და ყველა წვრილმან დეტალს ჩაჰკირკიტებდა, საჭირო იყო იმის გაითვალისწინებაც, რომ ასეთი საცხოვრებელი თან გადაადგილდება. მოდით გავეცნოთ ავტობუსის ტრანსფორმაციას, რომელიც 52 წლის წინაა გამოშვებული.
740 5-ს მოსწონს
|