x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ანა სემიონოვიჩი:სექსი ჭამის ნაცვლად
image
ინტერვიუ Starhit-თან.



როდესაც პირველი მილიონი ვიშოვე...მალევე დავხარჯე, დედას ახალი სამზარეულო ვუყიდე, ჩემთვის ქურქი ვიყიდე, დანარჩენიც უცებ დაიხარჯა..

მსიამოვნებს, როდესაც ჩემს ფოტოს "ლაიქს" უწერენ....ვცდილობ, არა მარტო ლამაზი სურათები დავდო, არამედ სასრგებლო ინფორმაციაც განვათავსო, თუ ადამიანს ჭკუა და დონე აქვს და ჩემს გვერდზე ნახულობს რაიმე საინტერესოს, ეს მახარებს.


მწყინს, როდესაც ადამიანები....თვალებში არ მიყურებენ, ესე იგი, გულწრფელნი არ არიან ან რაღაცას მალავენ, ან ცდილობენ, მომატყუონ.



არასდროს არ ვიმღერებდი დუეტში....შეყვარებულთან ერთად ლოგინში! და საერთოდ, შენს რჩეულთან ერთად არ უნდა იმღერო, ის სხვა რამისთვის არის საჭირო, მე მგონი არ არის საჭირო ამის ახსნა.

image

ჯვრისწერის სურვილი რომ გაგიჩნდეს...მამაკაცი უნდა იყოს უენო, ჩემთან - როგორც დაკითხვისას ხდება: ყოველი სიტყვა შესაძლოა თქვენს საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული.

აქამდე გათხოვილი არ ვარ იმიტომ, რომ...მაინცდამაინც არ მაქვს სურვილი, კმაყოფილი ვარ დღევანდელი ურთიერთობით, ეს არის ჩემი პოზიცია, არავითარი ქორწინება.

როდესაც შვილები მეყოლება მე...არ ვიცი რას გავაკეთებ, ჩემი აზრით, ქალი დედობას შეიცნობს მხოლოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ, შეიძლება მრავალმხრივ ლიტერატურას გაეცნო, მეგობრების რჩევებს მოუსმინო, თუმცა გამოცდილება - ეს მხოლოდ შენია, ინდივიდუალური.


სინამდვილეში ჩემი მკერდი... მარჩენალია, აი უკვე 15 წელიწადია, მასზე ყურადღებაა მიპყრობილი და დღესაც არ ვიცი, ის უფრო პოპულარულია თუ მე.

image

არასდროს ჩავიცვამ..არასექსუალურ თეთრეულს, ზუსტად ის, ლამაზი თეთრეული ქალის განწყობას ამაღლებს, თან არასდროს იცი, რით დამთავრდება საღამო.

არ არსებობს დღე, რომ....არ მივიღო მარილიანი აბაზანა, ეს წმინდა რიტუალია, როგორც არ უნდა მეჩქარებოდეს, დილით, 20 წუთი უნდა დავყო თბილ წყალში, შევადგინო დღის გეგმა და ენერგიით ავივსო.

არ მინდა მცნობდნენ მაშინ..როდესაც მაგიდასთან ვზივარ, არ მიყვარს, ამ დროს როდესაც ფოტოს მიღებენ.

image

როდესაც ღამით ჭამა მინდება..სექსით ვკავდები, მართალია მერე უფრო მშივდება, მაგრამ ისევ სექსით ვკავდები დილამდე და ველოდები საუზმეს.

ბავშვობაში თანაკლასელები მეძახდნენ..."სემიჩკას", რასდროს მწყინდა, ვფიქრობ რომ რაღაც ალერსიანი და თბილი იყო, აი, როგორც "სოლნიშკა".

რა არის მიუღებელი...თვალთმაქცობა. არ შემიძლია ურთიერთობა იმათთან, რომლებიც წმინდანებად გაჩვენებენ თავს, გასწავლიან, რა როგორ უნდა გააკეთო, როგორ უნდა იცხოვრო, არა და, მათ კარადაში ჩონჩხი აქვთ დამალული.

image

ძალიან მეშინია..ვირთხების. მახსოვს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან, სადაც ეს მღრღნელები თავისუფლად დასეირნობენ ხეზე, ისე შემეშინდა, რომ შევხტი შემაღლებულ ადგილზე და კივილი დავიწყე..

ყველაზე სულელური ჭორი, რომელიც თქვენზე გავრცელდა...რომ მე ტრანსვესტიტი ვარ. დაბალი დონის გამოცემა აღნიშნავდა, რომ მანამდე ქალი ვიყავი. არასდროს ასეთი სულელური რამ არ წამიკითხავს, ამის შემდეგ ჩემები უკვე მწვავედ აღარ რეაგირებდნენ ჩემზე გავრცელებულ სხვა უგუნურ ჭორებზე.


ჩემი ყველაზე ცუდი ჩვევა..მივახალო ადამიანებს სიმართლე პირში, თითქმის არავის სიამოვნებს და სწყინთ, მაგრამ რა ვქნა, ასე ვარ აღზრდილი.

image


0
116
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0