სხვა კანადაში მარიხუანის ლეგალიზება მოახდინეს 2018, 21 ივნისი, 22:01
კანადა ურუგვაის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.
კანადის სენატმა მარიხუანას გამოყენების ლეგალიზაციის შესახებ ფედერალური კანონი მიიღო. 19 ივნისს კენჭისყრაზე, სენატის უმრავლესობამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა– მომხრე 52 სენატორი იყო, მოწინააღმდეგე 29. ორმა თავი შეიკავა. კანონი დაარეგულირებს, თუ როგორ შეიძლება კანაფის მოყვანა, გავრცელება და გასაღება. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდო 1 ივლისიდან გეგმავდა მარიხუანას ლეგალურ რეალიზაციას, თუმცა პარლამენტში კანონპროექტის განხილვა შეფერხდა. კანონი ძალაში 8-12 კვირის შემდეგ შევა. კანონის თანახმად, 18 წელს ზემოთ ქვეყნის მოქალაქეებს უფლება ეძლევათ თან იქონიონ 30 გრამი გამხმარი კანაფი. კვლავინდებურად აკრძალული იქნება სახლის პირობებში ოთხ ძირზე მეტი კანაფის მოყვანა. "ჩვენი შვილებისთვის მარიხუანას ყიდვა ძალზე მარტივი იყო, ხოლო კრიმინალებისთვის არალეგალურად ვაჭრობა. დღეიდან იცვლება კანონი, ჩვენი გეგმა, რომელიც მარიხუანას დაკანონებასა და რეგულაციას შეეხება, სენატის მიერ მიღებულია", - წერს პრემიერი Twitter- ზე. 69 4-ს მოსწონს
|