x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
ამ წერტილებს თუ დააჭერთ, 5 წუთში იგრძნობთ შედეგს
სასწაულია, მაგრამ ერთხელ გაკეთებაც საკმარისია, რომ თქვენ იგრძნოთ, რას იწვევს ამ წერტილების სტიმულაცია.
ხელისგულზე არსებობს წერტილები, რომლებიც რელფლექსურად დაკავშირებულია სხვადასხვა ორგანოებთან.
ეს მეთოდი საკმაოდ ძველია. შესაბამის წერტილზე ზემოქმედებით, ჩვენ ვუკავშირდებით ორგანოს, რომლის საქმიანობასაც ვაუმჯობესებთ 5 წუთის განმავლობაში, მხოლოდ - დაჭერით.

imageაუცილებელია, იმ 5 წუთის განმავლობაში, როცა რომელიმე წერტილს ვაჭერთ ხელს, ჩვენი სუნთქვა იყოს მშვიდი.

ვნახოთ, რომელი წერტილი რასთან არის დაკავშირებული

ცერა თითი - როდესაც თქვენ დააჭერთ N1 წერტილს, გადაჭრით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ხველა, შეფერხებული სუნთქვა, ასევე გააუმჯობესებთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.
N2 წერტილზე ზემოქმედება გაგათავისუფლებთ დეპრესიისგან, შფოთვისგან. გეხმარებათ სტრესის გადატანაში. ამ წერტილზე ხანგრძლივი სტიმულაცია ხსნის თავის ტკივილს, კუჭის ტკივილსა და პანკრეასის ტკივილს.


საჩვენებელი თითი - N3 წერტილზე დაჭერა სასარგებლოა თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს. გარდა ამისა, ამით შეგიძლიათ შეამციროთ კუნთების ტკივილი და ზურგის ტკივილი, გულძმარვა და კბილის ტკივილიც კი. თქვენ ასევე მოიშორებთ შფოთვას და გონებრივ დაძაბულობას.


შუა თითი - N4 წერტილზე ზემოქმედება ხელს უწყობს თირკმლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის გაუმჯობესებას.
თუ თქვენ ხართ არამდგრადი და გაღიზიანებული, ასევე ამ წერტილის საშუალებით შეგიძლიათ უკეთ იგრძნოთ თავი.
ამასთანავე, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს მენსტრუალურ კრუნჩხვით-ტკივილებს.


არათითი - N5 წერტილზე დაჭერა ხელს უწყობს ფილტვებისა და მსხვილი ნაწლავის ფუნქციის გაუმჯობესებას, ამცირებს კანის დაავადებებს.

ნეკა თითი - N6 წერტილის მასაჟი აუმჯობესებს გულის მუშაობას, მსხვილი ნაწლავის მოქმედებას, ასევე ყელის ტკივილისა და ძვლის ქსოვილებთან დაკავშირებული პრობლემების დროს დაგეხმარებათ. მიზანშეწონილია თითის მასაჟი, თუ განიცდით შფოთვას და გაურკვევლობას.

N7 წერტილი არეგულირებს შაქრის რაოდენობას სისხლში.

N8 წერტილზე დაჭერა აუმჯობესებს საჭმლის–მომნელებელი სისტემის მუშაობას.

N9 წერტილი - ეს წერტილი პასუხისმგებელია ენდოკრინულ სისტემაზე და გულის მუშაობაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


























0
9663
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
9663
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0