სხვა რა ბედი ეწიათ ადამიანებს უიშვიათესი დაავადებით-ეს საინტერესოა! 2018, 10 ივლისი, 12:25 ლამაზმანი აქლემისებური სხეულით ელა ჰარპერი ლამაზი გოგონა იყო, თუმცა მისი ლამაზი სახე უფრო ნაკლებად იქცევდა ყურადღებას, ვიდრე მისი სხეული. გოგონა უცნაური დაავადებით იყო დაავადებული. მისი მუხლები საპირისპირო მიმართულებით იყო შებრუნებული და მხოლოდ ოთხივე კიდურზე დაყრდნობით მოძრაობდა. ![]() ![]() მაშინ მან გადაწყვიტა - "დამეგობრებოდა საკუთარ სხეულს". მან ისწავლა ველოსიპედით სეირნობა და ბურთის თამაში. 8 წლის ასაკში გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ცირკის მსახიობი გახდა. ![]() მან მალევე მოიპოვა პოპულარობა, დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ცხოვრებისეულ ნიუანსებზე საუბრობდა, მაგალითად: როგორ ყიდულობდა ფეხსაცმელს და ა.შ "მე ვყიდულობ წყვილ ფეხსაცმელს, ხოლო მესამეს ვთხოვ მეგობარს, რომელმაც დაკარგა ცალი ფეხსაცმელი" ![]() 30 წლის ასაკში მან მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა, დაქორწინდა და ჰყავდა 4 ჯანმრთელი შვილი. გარდაიცვალა 77 წლის ასაკში, ამ დრომდე ის გამოდიოდა ცირკში. "ტყის კაცი " ყველასთვის ცნობილია ისტორია "ურჩხულისა და მზეთუნახავის " შესახებ, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცი, რომ ამ ზღაპრის უკან რეალური ისტორია იმალება. ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ესპანეთის კუნძულ ტენერიფში 1537 წელს უჩვეულო ბავშვი დაიბადა: მისი მთელი სხეული მჭიდროდ იყო დაფარული თმით. ![]() მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილი დემონური დაავადებით იყო დაავადებული (არავის სმენია იმ დროს ჰიპერტრიქოზის შესახებ) და როდესაც პატარა პედრო 10 წლის გახდა, მშობლებმა ის მიჰყიდეს კორსარებს. მათ ბიჭს "ტყის კაცი " შეარქვეს და აჩუქეს ჰენრი II-ს, საფრანგეთის მეფეს. მეფემ შეამჩნია, რომ ის ნიჭიერი იყო და სწრაფად ითვისებდა ფრანგულ ენას. მან იზრუნა იმაზე, რომ პედროს მიეღო კარგი განათლება. ჰენრი II-ის გარდაცვალების შემდეგ, პედროს მისი მეუღლე, ეკატერინა მედიჩი მფარველობდა. სწორედ ის იყო პედროს დაქორწინების ინიციატორი. პედროს ცოლი გახდა დედოფლის ულამაზესი "ფრეილინა"(მომსახურე ქალი), კატერინა რეფელინი. ![]() ![]() ეკატერინე მედიჩის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახი ცუდ სიტუაციაში ჩავარდა. მათ აღარ შეეძლოთ სასახლეში ცხოვრება. ამიტომ პედრომ ოჯახი იტალიაში გადაიყვანა. ხოლო შემდეგ ცხოვრება გააგრძელა ვიტერბოს პროვინციაში. პედრო 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც საკმაოდ ბევრი იყო იმ დროისთვის. "ურჩხულისა და მზეთუნახავის" ისტორიამ ხელი შეუწყო დაავადების შესწავლას. ძალიან ჭკვიანი კრისტიან ფრიდრიხი ![]() ბიჭს, რომელსაც დღესაც მოიხსენიებენ "სასწაულ ბავშვად" დაიბადა 1721 წელს, მისი მამა იყო მხატვარი და არქიტექტორი და მისი დედა - მხატვარი და ალქიმიკოსი . ბავშვი 10 თვის ასაკში ამბობდა საგნების დასახელებებს და იმეორებდა მთლიან წინადადებებს. ბიჭს ჰქონდა ფენომენალური მეხსიერება. როგორც ამბობენ, ბავშვი უკვე წლამდე ციტირებდა ახალ აღთქმას ლათინურ ენაზე. 3 წლის ასაკში ბიჭმა წაიკითხა ლექცია დანიის ისტორიიდან, მეფე ფრედერიკ IV- ეს შესახებ. ის იმდენად საინტერესოდ კითხულობდა ლექციას, რომ მსმენელი გენიალური ბიჭით აღფრთოვანებული დარჩა. სამწუხაროდ, კრისტიანმა მხოლოდ 4 წელი იცხოვრა, რადგან იმ დროისთვის უკურნებელი დაავადებით იყო დაავადებული. ცილის გადაუმუშავებლობა იყო მიზეზი მისი გარდაცვალების. 24 პიროვნება ერთ ადამიანში:უილიამ სტენლი ![]() 1352 7-ს მოსწონს
|