საზოგადოება "ნინელი, თუ ფეხზე დგახარ, დაჯექი, რაღაც უნდა გითხრა და ცუდად არ გახდე..." – ნახეთ რას ჰყვება მამა იერონიმეს დედა ნანუკას შოუში 2018, 20 ივნისი, 23:07 ნახეთ, რას ჰყვება მამა იერონიმეს დედა "ნანუკას შოუში" და როგორ იხსენებს იმ დღეს, როცა გაიგო, რომ მისი შვილი ბერად აღიკვეცა: "ვიცოდი, რომ გიორგი ნორვეგიიდან ბრუნდებოდა და ამ დროს ჩემი მეუღლე მეუბნება, ნინელი, თუ ფეხზე დგახარ, დაჯექი, რაღაც უნდა გითხრა და ცუდად არ გახდე, გიორგის სადაც უნდოდა, იქ წავიდაო... სად წავიდა, ჩვენ ხომ ვიცოდით ყველამ, რომ უნდა წასულიყო–თქო. არა, გიორგი აღიკვეცაო. ეს იყო ჩემთვის სამყაროს დაბნელება, ამას ვერ დავმალავ, თვალწინ უცებ კადრები წავიდა წარსულში, მისი დაბადებიდან დღემდე... მაგრამ დღეს უზომოდ ბედნიერი ქალი ვარ, რადგან ჩემი შვილის თვალებში დავინახე ის, რაც მას უნდოდა..." – ამბობს ნინელი კონცელიძე, მამა იერონიმეს დედა. 609 4-ს მოსწონს
|