საზოგადოება მზის სისტემის ორ პლანეტაზე ალმასების წვიმა მოდის 2018, 20 ივნისი, 13:27 თქვენ ალბათ გსმენიათ "ფულის წვიმის" შესახებ, მაგრამ იცით თუ არა, რომ არსებობს ბრილიანტების წვიმაც? ბრილიანტების წვიმა არის ორ პლანეტაზე, ურანზე და ნეპტუნზე. - აცხადებენ მკვლევრები. ეს ორი პლანეტა ლურჯია, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალბადის და ჰელიუმის გარდა, ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მეთანია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შტორმების და წვიმის დროს, ნახშირბადის ატომები ქიმიური შემადგენლობიდან გამოდიან და ხვდებიან ჰაერში. ეს ატომები ატმოსფეროს ქვედა ფენებში ჩადიან, სადაც წნევა და ტემპერატურა იზრდება. საბოლოოდ, წნევა იმდენად დიდია, რომ ნახშირბადის ატომები გადაიქცევიან მძიმე ბრილიანტად და წარმოიქმნება ალმასის წვიმა. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ურანსა და ნეპტუნზე არსებობს ალმასის ოკეანეები ალმასის აისბერგებით. მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა ლაბორატორიული კვლევა, რათა მიეღოთ ალმასების წვიმა. ეს ექსპერიმენტი გამოდგა წარმატებული, ნახშირბადის ატომი გარდაიქმნა ალმასად, თუმცა წვიმამ გასტანა ერთ წუთს, მაგრამ ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ ურანსა და ნეპტუნზე ნამდვილად არის ალმასების წვიმა. 166 1-ს მოსწონს
|