x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბაკურ სვანიძე:ქართული ჯარი ყიდულობს ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა "სტინგერის" რამდენიმე ათეულ დანადგარს, რომელიც 1967 წელს არის გამოშვებული
image

ბაკურ სვანიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ლევან იზორიას განცხადებას სოციალურ ქსელში ირონიით ეხმაურება, სადაც იზორია აღნიშნავს, რომ "ანტისატანკო სისტემების, „ჯაველინების“ გადმოცემის შემდეგ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - „სტინგერებს“ მიიღებს."


"ქართული ჯ ა რ ი ყიდულობს უ ლ ტ რ ა თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ე ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა "ს ტ ი ნ გ ე რ ი ს" რამდენიმე
ათეულ დანადგარს, რომელიც 1967 წელს არის გამოშვებული.

უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო დ....

image


"სწორედ ამიტომ ჩვენ გახლდით ამერიკაში და ჩვენ გვქონდა პოზიტიური დაპირებები რომ საქართველო მიიღებს ჯაველინებთან ერთად უახლეს ანტისაჰაერო ტაქტიკურ სისტემა სტინგერებს, რომლებიც ასევე წლების განმავლობაში იყო საქართველოს სურვილი, "- განაცხადა ლევან იზორიამ.




FIM-92 Stinger-ი -"Stinger" (ქართ."ნექტარი") კომბინირებული იარაღის ინდექსია FIM-92 - ამერიკული პორტატული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის კომპლექსი, რომელიც შექმნილია დაბალი საფრენი საჰაერო სამიზნეების (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, უპილოტო) გასანადგურებლად, გარდა ამისა, ჯავშანგარეშე მიწისზედა და წყლისზედა სამხედრო ტექნიკის საწინააღმდეგოდ. იგი შეიქმნა ამერიკული კორპორაცია General Dynamics-ის მიერ 1981 წელს.

"სტინგერი" განსაკუთრებით ეფექტური ავღანეთის კომფლიქტში გამოდგა, რამაც ომის მსვლელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ამჟამად 'სტინგერი" 31 ქვეყნის შეაიარაღებაშია, საქართველო შესაძლოა 32 გახდეს და პირველი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის.
შეგახსენებთ, 2018 წლის იანვარში საქართველომ აშშ-სგან „ჯაველინები“ მიიღო. 410 რაკეტასა და 72 გამშვებ დანადგარში საქართველომ 75 მილიონ აშშ დოლარი გადაიხადა.






1
410
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
410
  
2018, 21 ივნისი, 9:48
ავღანეთის კომფლიქტი მაგარია......
0 1 1