სხვა ამ რუმინულ სოფელში ხალხი ფულს ქუჩაში ტოვებს და არავინ არ იპარავს 2018, 20 ივნისი, 11:44 ![]() დასავლეთ რუმინეთში მდებარე სოფელი ეიბენტალი ძირითადად ეთნიკური ჩეხებით არის დასახლებული. სოფელს მაღაზია სოციალიზმის დანგრევის შემდეგ, 90-იან წლებში გაუუქმდა, ამიტომ მათ გამუდმებით ფანჯარასთან დგომა უწევდათ, რომ პურის დამტარებელი მანქანა არ გამოჰპარვოდათ. ამის შემდეგ სოფლელებმა ახალ ორიგინალურ ხერხს მიმართეს, რადგან სოფელში უცხო არავინაა და ყველა ყველას იცნობს, გადაწყვიტეს, ჩანთები, რომელშიც პურის ფულს ჩატოვებდნენ, ღობეზე ან გალავანზე დაეკიდათ და ასე მიეღოთ პური. ![]() "ვტოვებ ჩანთას ფულთან ერთად და შემდეგ მინდორზე გავდივარ სამუშაოდ. როდესაც საღამოს ვბრუნდები სახლში, ჩანთაში პური და ხურდა მხვდება"–აღნიშნავს სტეფან ბენედიქტი, ადგილობრივი მკვიდრი. ბენედიქტის მეოთხე თაობა ცხოვრობს სოფელში და არსად წასვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობა მცირდება და ამჟამად სულ 300 მოსახლეა. ![]() ![]() ![]() 191 5-ს მოსწონს
|