x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (აკრძალული არქეოლოგია)

image


თანამედროვე მეცნიერება ხანგრძლივი დროის მანძილზე, ადამიანის ევოლუციას იკვლევს და თითქოს, ყველაფერი უკვე ცნობილია... თუმცა, გათხრების დროს, გამუდმებით პოულობენ ისეთ რაღაცებს, რაც მეცნიერებს საგონებელში აგდებს.

სხვადასხვა ხალხების მითებსა და ლეგენდებში, ხშირად გვხვდება ინფორმაცია გოლიათების შესახებ, რომლებიც ოდესღაც ჩენს პლანეტაზე ცხოვრობდნენ. ამ წყაროების მიხედვით, გარეგნობით ისინი ჩვეულებრივი ადამიანებისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდნენ (თუ არ ჩავთვლით ციკლოპებს, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, რომლებსაც შუბლზეც თვალი ჰქონდათ). ხოლო, თანამედროვე ევოლუციის თეორია, ამ საკითხთან დაკავშირებით, სრულიად საწინააღმდეგო აზრის არის. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ევოლუციის პროცესში, ადამიანის სიმაღლე კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა. მაშინ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ დროდადრო, ხან აქ, ხან იქ, ჩნდება ინფორმაცია გიგანტური ადამიანების ჩონჩხის ფრაგმენტების ან ჩონჩხის აღმოჩენის შესახებ? ამ საკითხთან დაკავშირებით, მეცნიერება ოფიციალურად, დუმს. ერთი რამ კი აშკარაა, ასეთი არქეოლოგიური აღმოჩენები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს პლანეტაზე, ერთ დროს, ნამდვილად ცხოვრობდნენ გოლიათები...


image


გიგანტიზმი, ბუნებაში – რეალური და მეცნიერების მიერ აღიარებული მოვლენაა. უამრავი არქეოლოგიური გათხრა არის იმის მტკიცებულება, რომ დედამიწაზე წარსულში ძალიან დიდი ზომის ცხოველები ბინადრობდნენ. მაგ., ზავროპოდები, რომლებიც 200-85 მლნ. წლის წინ ცხოვრობდნენ და საშუალოდ, 15-35 ტ. იწონიდნენ. 2014 წ. არგენტინაში აღმოაჩინეს მასზე უფრო დიდი ზომის ცხოველის ჩონჩხი. მას ტიტანოზავრი უწოდეს, რადგან მისი წონა 70-100 ტ. უნდა ყოფილიყო (შედარებისთვის, ამდენივეს იწონის 10 აფრიკული სპილო ერთად).

თუ დედამიწაზე არსებობდნენ ამ ზომის ცხოველები, რატომ არ შეიძლება, რომ ყოფილიყვნენ გოლიათებიც? მით უმეტეს, რომ უამრავი ინფორმაცია არსებობს, გიგანტური ადამიანების ნაშთების აღმოჩენის შესახებ.


არქეოლოგიური გათხრების კვალდაკვალ


ინფორმაცია ანომალიური ზომის თავის ქალების, თუ ძვლების აღმოჩენის შესახებ, არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა ქვეყნის პრესის ფურცლებზე და ადამიანი-გიგანტების არსებობის კვალი არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი, როგორც ამ საუკუნეში, ისე წინა საუკუნეებში:

image1877 წელს მაღაროელებმა, რომლებიც ევრიკას ოლქში (Eureka County, ნევადა, აშშ) ოქროს საბადოზე მუშაობდნენ, მუხლს ზევით გადატეხილი ფეხის ძვალი აღმოაჩინეს. ის კლდეში იყო განამარხებული და როდესაც ქანებიდან გამოათავისუფლეს, მიხვდნენ, რომ უჩვეულო რამ აღმოაჩინეს და ქალაქში ჩაიტანეს. ქვა, რომელშიც ფეხის ნაწილი იყო, კვარციტი აღმოჩნდა, ხოლო ძვალი მთლიანად გაშავებული იყო. ექიმებმა ძვალი დაათვალიერეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უსათუოდ ადამიანის უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ამ აღმოჩენაში ის იყო, რომ ძვლის სიგრძე, ტერფიდან მუხლამდე – 97 სმ-ს შეადგენდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კიდურის პატრონის სიმაღლე, სიცოცხლეში, 3 მ. და 60 სმ. იქნებოდა. ხოლო, როგორც კვლევებით დადასტურდა, კვარციტის ასაკი, რომელშიც ეს ძვალი იყო განამარხებული – 185 მლნ. წლის წინანდელი, ანუ იურული პერიოდის, («დინოზავრების ერის») დროინდელი იყო. ადგილობრივი გაზეთი არ დარჩენილა, ეს სენსაციური აღმოჩენა რომ არ გაეშუქებინა. ერთ-ერთმა მუზეუმმა მკვლევრების ჯგუფიც კი გაგზავნა ევრიკაში, მაგრამ ჩონჩხის სხვა ფრაგმენტები ვერ აღმოაჩინეს.

1911 წელს ნევადას შტატში (აშშ), ლავლოკის სიახლოვეს გუანოს მოპოვების დროს, აღმოაჩინეს 3, 5 მ. სიმაღლის ადამიანების ჩონჩხები. არქეოლოგების გაოცება კი, მათ სიახლოვეს აღმოჩენილმა ადამიანის ქვედა ყბამ გამოიწვია, რომლიც მინიმუმ 3-ჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის ყბა.

imageგასული საუკუნის დასაწყისში, სამხრეთ აფრიკაში, ფერმერმა სტოფელ კიოტცმა, თითქმის ვერტიკალური ქვის ზედაპირზე აღმოაჩინა ადამიანის ფეხის ანაბეჭდი, რომლის სიგრძე 1 მ. და 28 სმ. იყო. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ გოლიათმა ქანს ფეხი როცა დაადგა, ის ჯერ კიდევ რბილი იყო, ხოლო გამაგრების შემდეგ, გრანიტად გადაიქცა და გეოლოგიური პროცესების შედეგად, ვერტიკალური მდებარეობა მიიღო. ამ ზომის ფეხის პატრონი, სავარაუდოდ, 6 მ. სიმაღლის უნდა ყოფილიყო.
ის, რომ ამ სიმაღლის ადამიანები რეალურად არსებობდნენ, მტკიცებულებად არაბი მოგზაურის და მწერლის, იბნ ფადლანის (877-960) სიტყვები გამოდგება. როგორც ის ამბობდა, ხაზართა მეფის ქვეშემრდომებმა მას ადამიანის 6 მეტრიანი ჩონჩხი აჩვენეს.

1930 წ. აშშ-ს უზენაესი სასამართლო ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის სარჩელს იხილავდა, რომლის მიხედვით, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტს, XX ს. დასაწყისში, ათობით ათასი ადამიანის ჩონჩხის განადგურებაში ედებოდა ბრალი. როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, ჩონჩხების სიმაღლე, საშ. 3– 6 მ. იყო.

მოპასუხე აღნიშნულ ფაქტს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ პროცესი მხოლოდ იმის გამო იყო წამოწყებული, რომ 168 წლის ინსტიტუტისთვის რეპუტაცია შეელახათ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც მათივე საცავიდან ჩონჩხების განადგურების წინ მოპარული, 130 სმ. სიგრძის ფეხის ძვალი წარმოადგინეს, სასამართლომ მოპასუხე მხარეს ძვლების განადგურების დოკუმენტის გამოქვეყნება დაავალდებულა.

ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძვლების განადგურების ბრძანება მაღალი დონის ადმინისტრაციიდან მოდიოდა, რათა დაეცვათ დარვინის ევოლუციური თეორია.

«მთავარი იყო, საიდუმლოდ დარჩენილიყო არქეოლოგიების მიერ გაკეთებული აღმოჩენები, რომ დაგვაჯერონ, თითქოს ამერიკაში მოსახლეობა, აზიიდან, ბერინგის სრუტის გავლით, 15 000 წლის წინ მოვიდა. სინამდვილეში კი, ამერიკის კონტინენტზე არსებობს ათასობით სამარხი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები აქ, ბევრად უფრო ადრე ცხოვრობდნენ. გიგანტური ადამიანების ნაშთების გარდა, უამრავი ლითონის არტეფაქტი არსებობს, რომელიც დღემდე არც რეგისტრირებულია და არც პრესისთვის არის წარდგენილი» – განაცხადა პროცესზე მოსარჩელე მხარეს ადვოკატმა.

1971 წელს კუინზლენდელმა (ავსტრალია) ფერმერმა სტივენ ვოლკერმა, მიწის ხვნის დროს, შემთხვევით აღმოაჩინა ადამიანის დიდი ზომის ყბა, 5 სმ. სიგრძის კბილებით, რომელიც ადამიანს ეკუთვნოდა.

თითქმის ანალოგიური აღმოჩენა გააკეთეს ავსტრალიაში, 1985 წელს. არქეოლოგიური გათხრების დროს, სხვადასხვა ნივთებთან ერთად, იპოვეს ადამიანის კბილი, რომლის სიგრძე 67 მმ. და სიგანე 42 მმ. იყო. ასეთი კბილის პატრონის სიმაღლე, მინიმუმ 7, 5 მ. უნდა ყოფილიყო, ხოლო წონა - 370 კგ! კბილთან ერთად, აღმოაჩინეს ასევე არტეფაქტები: შრომის იარაღები, დანები და 9 კგ-იანი ცული.

თურქეთში აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხის განამარხებული ფეხის ძვალი, რომლის სიგრძე 120 სმ. იყო. ძვლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი პატრონი სიცოცხლეში, დაახლოებით, 6 მ. უნდა ყოფილიყო.

image

ამჟამად, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, მხოლოდ 2004-2005 წლებში 200-ზე მეტი ადამიანი-გიგანტის ჩონჩხია ნაპოვნი და მათ შორის, შესაძლოა, ყველაზე განსაცვიფრებელი, 2007 წელს ინდოეთის ჩრდ-დას-ით, პაკისტანის საზღვართან აღმოჩენილი ჩონჩხი იყო, რომლის სიმაღლე, სავარაუდოდ, 15 მ-ზე მეტი უნდა ყოფილიყო. ამ აღმოჩენამ შოკში ჩააგდო მთელი სამეცნიერო სამყარო და მსოფლიო საზოგადოება. თუმცა, სენსაციური აღმოჩენა მალე გაასაიდუმლოეს.

ბოლო დროს გაკეთებული აღმოჩენებიდან, რომლის შესახებ სიუჟეტი ტელეეთერშიც გავიდა, მექსიკის სამხ-ით, ქ. ტაპალპაში 2015 წელს ნაპოვნი ადამიანი-გიგანტის თავის ქალა არის.

image

image

image
P. S. ადამიანი-გიგანტების სამარხები და არტეფაქტები საქართველოს ტერიტორიაზეც არის აღმოჩენილი:

2008 წელს ბორჯომთან ახლოს, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე, იპოვეს თავის ქალა, რომელიც 3-ჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე თანამედროვე ადამიანის თავის ქალა არის!

2011 წ. სექტემბერში ბორჯომის ხეობაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გოლიათების უძველესი დასახლება, რომელიც 25 000 წლით დაათარიღეს.



იქვე იპოვეს სამარხი და ადამიანის ძვლები. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ამ ძვლების პატრონი, სიცოცხლეში, დაახლოებით 3 მ. სიმაღლის უნდა ყოფილიყო.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის აბესალომ ვეკუას შეფასებით, ეს აღმოჩენა შეიძლება სენსაციად იქცეს, რადგან სამეცნიერო წრეებში, უკვე დიდი ხანია განიხილება გოლიათებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ევრაზიის ცალკეულ რაიონებში, ათობით ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ.


გაგრძელება იქნება...

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageცივილიზაციების გზის გასაყარზე. ნასკას პლატო ისევ ყურადღების ცენტრშია
იცით, რატომ აშენებდნენ პირამიდებს?
ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო



0
1630
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1630
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0