x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
ერის სულიერი დიაგნოზი შემაშფოთებელია
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც "დომენიკ მანგოს" წამებაა აღბეჭდილი. ვიდეოში, ამ პიროვნებას პატრიარქის მისამართით, ძალადობრივად ბოდიშს ახდევინებენ. აღნიშნული ვიდეო ზიარდება უამრავ ჯგუფში, სადაც ათასობით " ქრსიტიანმა" გამოთქვა საკუთარი კმაყოფილება მომხდარი ფაქტის მიმართ. ე.ი დღეს საქართველოში, ქვეყანაში რომელიც ოკუპირებულია, ქვეყანაში სადაც ასი ათასი ბავშვი შიმშილობს და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, ქვეყანა სადაც ქალის, ბავშვის და ზოგადად ადამიანის უფლებები სისტემატიურად ირღვევა, ქვეყანა რომელიც წინ ნაბიჯს ვერ აკეთებს და სულ უკუსვლა აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა კუკური ბარამიძეა.

ნამდვილად! როგორ შეიძლება "დომენიკ მანგოზე " არ ვისაუბროთ?! ის ხომ გვლანძღავს, გვაგინებს, პატრიარქს შეურაცხყოფს. დავსაჯოთ! მოვკლათ, გავატყაოთ, ულვაშები მოვპარსოთ და ა.შ. გვკარნახობს ერი. ახალგაზრდა ქალები და კაცები, მოზარდები -ყველანი ამ ძალადობის მომხრეები არიან და უარესიც: "არ ეყოთ"-რასაც უყურებდნენ, მეტი უნდოდათ, მეტი სისხლი და წამება.

არ აქვს მნიშვნელობა ერთ ფაქტს: დადგმულია, თუ არა ეს ვიდეო, მთავარი ის არის, რომ ხალხს ეს მოეწონა. მოეწონა ძალადობა და წამება. ამ ყველაფერს ვინც ქრისტიანობის სახელით გაამართლებთ, მინდა გითხრათ, რომ სწორედ გავხართ "სატანის მოციქულებს". ის, ვინც კეთილ საქმეს არ ემსახურება, ყველანი სწორედ მის სამსახურში ხართ. არ გესმით არაფერი რწმენის შესახებ.
რწმენა და ღვთის სიყვარული ეკლესიაში სიარულით, ან მარხვით არ გამოიხატება მხოლოდ. ჰუმანური ათეისტი ბევრად მეტი სიკეთის მომტანია საზოგადოებისთვის, ვიდრე ფსევდო-ქრისტიანები.

ათი ათასობით ადამიანი გამოდის და ამართლებს ძალადობრივ საქციელს. შემდეგ, როცა რამე მოხდება, აუცილებლად ვიკითხავთ: საიდან არის მოზარდებში ამდენი სიძულვილი? ნუთუ პასუხი არ გაქვთ? პასუხი ხართ თქვენ! საზოგადოება, რომელმაც არ იცის, როგორ იცხოვროს "კაცის შეჭმის " გარეშე, რადგან დიდი ხანია კანიბალზმი დანაშაულია.


გამოდით და თქვით, რომელი ხართ ქრისტეზე უფრო დიადი, რომელმაც აპატია უგუნური საქციელი ადამიანებს? ადამიანებმა ხომ ის კიდეც შეურაცხყვეს და ბოლოს წამებით მოკლეს. რა იქნებოდა, ამისთვის სამაგიერო, რომ გადაეხადა ღმერთს ჩვენთვის? ალბათ არ იცით.

ბიბლიას წაკითხვა კი არა, გააზრება ჭირდება. გააზრებაში ჰუმანურობისა და სიკეთის კეთება იგულისხმება. ღმერთს არ სჭირდება თქვენი შესაწირი, თუ ეკლესიიდან გამოსული ბოროტებას სჩადით.

დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ტექსტის მხოლოდ სათაურს წაიკითხავთ და გაილანძღებით, ნაწილი ვერ გაიგებთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ზოგიერთი მაინც დაფიქრდებით, რომ არ გაქვთ უფლება განსაჯოთ დ ა გაასამართლოთ ადამიანი. ამისთვის არსებობს კანონი.image







15
59
8-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
59
  
2018, 29 ივნისი, 14:52
ჩვენც ვიცით რა სიტუაცია გვაქ ქართველებს ამ არაადამიანი მთავრობის ხელში.რათგვონდა ვიღაც კაბიანიდან ჭკუის სწავლება ჩვენ თვითონ არვიცით რახდება ჩვენს ქვეყანაში.
2018, 29 ივნისი, 14:48
ის სცენა დადგმული იყო.აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ქართველ ხალხს.ქართველებს ღორებს გვეძახის და ჭკუას გვარიგებს.
2018, 20 ივნისი, 18:12
აშკარად , სტატია არ გაიაზრეთ, სწორედ იმ პრობლემების გამო, რაც გვაქვს საქართველოში, ოკუპაციისა თუ სიღარიბის გამო, იმის გამო რომ მკვლელებს დასჯა არ ემუქრებათ, ვიგაც დომენიკის ლანძღვაზე ყურადღების გამახვილება სასაცილოდ მეჩვენება და მეორეც აქ დომენიკს არავინ იცავს, მე ვსაუბრობ მგონი გარკვევით: ათასი ქალი, კაცი და ბავშვი რომ სისხლისღვრას ითხოვს და ამას სასე საჯაროდ აპიარებენ ნორმალურია?? ძალიან ცდებით თუ ასე ფიქრობთ. აქცენტი აქსწორად მაქვს გაკეთებული და გამგები მიხვდება...
2018, 20 ივნისი, 15:34
მტერს, რომ ვექცეოდი და მოვექცევი ისე ქართველს ვერ მოვექცევი ირაკლი, ღმერთი განსჯის, მე კი არ მინდა ქართველის სიხლი მეცხოს ხელებზე.
2018, 20 ივნისი, 11:58
,,ერის სულიერი დიაგნოზი შემაშფოთებელია" ჯერ გამაცინა ამ სტატიის სათაურმა და შემდეგ არ დავმალავ წაკითხვის შემდეგ საკმაოდ გავღიზიანდი. შევეცდები ჩემი აზრი ჩამოვაყალიბო ამ საკითხთან დაკავშირებით და ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებს მოვიშველიებ: ვთქვათ მოვიდა მტერი. დაიპყრო ჩვენი მიწები და შეურაცყო ჩვენი სიწმინდეები. მე იმ ადამინს ვკლავ, მაგრამ არა იმიტომ რომ იგი მძულს, არამედ იმიტომ რომ მან შეურაცყო ყველაფერი ის რაც მე მიყვარს და რისიც მწამს. ანუ ეს ყველაფერი სიძულვილიდან კი არა სიყვარულიდან მოდის. ჩემთვის პირადად საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი რუსი იქნება, ოსი თუ ქართველი ის უკვე მტერია ჩემი. ასეთი ანდაზა არსებობს "რასაც დასთეს იმას მოიმკი". ეს დომინიკია თუ კუკური სიძულვილს თესავს და სიძულვილს იმკის, ამიტომ თუ ვინმემ გაუხვრიტა მაგ ნაგავი აზრებით გამოტენილი თავი თვითონ იქნება დამნაშავე და არა ის საზოგადოება რომელსაც ასე გულმოდგინედ ლანძღავს. დღეს ამას ლანძღვის და შეურაცყოფის მეტი არაფერი შეუძლია და არავინ იცის რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. ასეთი ზნეობის ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი და თქვენ ამ უზნეოს დამცველებო ფრთხილად იყავით იმ ღორის ტილივით არ დაგემართოთ ფეხზე რომ დაისვეს და თავზე ააცოცდათ. თქვენი ლოგიკით ყველაფრის იგნორირება უნდა მოვახდინოთ არა? ტერიტორიებს გვართმევენ მერე რა დავაიგნოროთ. ქართველ მამულიშვილებს გვიხოცავენ და სახლებს გვიწვავენ დავაიგნოროთ. ჩვენს სულიერ მოძღვერს გვიგინებენ დავაიგნოროთ. ასეთი იგნორები მიგვიყვანს გადაჯიშებამდე და გადაშენებამდე რომლის ნიშნებიც უკვე აშკარად ჩანს. როგორც ჩანს ძალიან ტოლერანტული და მომთმენი ერი ვართ, რადგან მხოლოდ კომენტარებით შემოვიფარგლებით და რეალურად არაფერს ვაკეთებთ. ამ უბედურს მუსულმანურ ქვეყნებში ცოცხლად გააძრობდნენ ტყავს მათი სულიერი მოძღვარის შეურაცყოფისთვის, ხოდა დააფასეთ ჩვენი მოთმინება და სიყვარული
2018, 18 ივნისი, 13:45
საქმეც მაგაშია ნათია, ფიცხი ხალხი ვართ ქართველები ძირითადად და ყველაფერზე ვრეაგირებთ ემოციურად.
იგნორია საუკეთესო გამოსავალი ასეთ დროს, თან არ მომწონს კარგია თუ ცუდია ქართველი ქართველს, რომ აგინებს სოციალურ ქსელებში, არც ის მომწონს თინეიჯერები საკუთარ დედაზე, რომ იგინებიან.
ჩემთვის ნებისმიერი დედა წმინდაა და დაფასებას იმსახურებს.
2018, 18 ივნისი, 13:39
გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანს საჭიროზე მეტ ყურადღებას ვუთმობთ.ე.ი. მსმენელი ყავს. მასაც ალაბთ ჰგონია, რომ უსმენენ.უფრო მეტი ყურადღება უნდა, ხედავს რომ იქცევს ჩვენს ყურადღებას დ აი ამიტომ. რომ არ მოუსმენენ თავსაც დაანებებს ამ ვიდეოების ჩაწერას, ველოდები კიდევ გამოძიებას
2018, 18 ივნისი, 0:23
რას ნიშნავს ჩემო კარგო ადამიანო და ნათქვამი სიტყვა და გასროლილი ტყია ერთია-უკან ვერ დაიბრუნებ, ამიტომ როგორც ჩვენს ჭკვიან წინაპრებს უთქვამთ "ასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ უნდა გაჭრა".
მანგო და მისნაირი "პატრიოტები" რაღაც არ მახსენდება ჩემს გვერდით 2008 წელს.
პ.ს
უშხამო მდინარის გველს ენის გამო კლავენ, შხამიანი ჰგონიათ. ის გველია და ეს ადამიანი, ფიქრის უნარი მიუცია გამჩენს და ჯერ უნდა იფიქროს და მერე ილაპარაკოს.
პოპულისტები არ მიყვარს, გულზე მჯიღის მკვრელი "პატრიოტებიც"-"საქმემან შენმამ წარმოგაჩინოსო" ნათქვამია.
ვერც გვარიშვილობით, ვერც აღზრდით და ვერც ქვეყნის სიყვარულში ვერ დამეტოლება მანგო, მაგრამ ვარ ჩემთვის წყნარად, მანგო კი ენას ატრიალებს "პროპელერივით".
2018, 17 ივნისი, 23:18
რას ნიშნავს გასალახი, ძალადობის გზით თუ მოგვარებთ ყველაფერს რას მივიღებთ? ა მ ბიჭს მართლაც ცუდი ენა აქვს, თუმცა მართლა ბევრი ნაკლი გვაქვს, როგორც ერს.
ცოტა უკეთესი ფორმით, რომ მიეწოდებინა ხალხისთვის კუკურის ესკარგი იქნებოდა.
2018, 17 ივნისი, 22:39
ფანატიზმი არცერთ საქმეში არ ვარგა, მეტიც დამღუპველია.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რელიგიურია თუ ათეისტი.
მანგო გასალახია არა იმიტომ, რომ რელიგიას იხსენებს აუგად არამედ იმისათვის მრავალ ჭირვარამ გამოვლილ
ქართველ ერს, რომ ლანძღავს.
ლანძღვის გარეშე უნდა შეძლო არგუმენტებით დაარწმუნო შენს სიმართლეში და არა ლანძღვით.
მე არ ვიგინები და არც მიგინებია მისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ვაპატიე მის მიერ თქმულიდან.
თუ მომეცა შანსი მასთან შეხვედრისა ავუხსნი ბევრ რამეში, რომ ცდება.
ახლა ვიდეო დაიდო თითქოს მანგო ცემეს პატრიარქის გინების გამო, ნებისმიერს დავუმტკიცებ, რომ დადგმული ვიდეოა და იმ კაცის კაცობა შევარცხვინე დედაზე მეგობარს, რომ შეაგინებინებს მიზნის მისაღწევად.
შსს–მ მოკვლევა დაიწყო და გაიგებთ რისი მკადრებელია მანგო...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10