x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
დედა შველას ითხოვს- სოციალურმა მუშაკმა მას პატრულის დახმარებით შვილები ჩამოართვა
სატენიკ გასპარიან ახალციხეში მცხოვრები ახალგაზრდა დედაა, რომელიც შვილებს მეუღლესთან ერთად ზრდიდა. ცოტახნის წინ გავრცელებული ინრფორმაციით, სატენიკ გასპარიანი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას შველას თხოვდა. როგორც ქალბატონი იუწყება, 21 სექტემბერს მას სოციალურმა მუშაკმა, პატრულისა და ფსიქოლოგის დახმარებით, ძალის გამოყენებით შვილები ხელებიდან გამოსტაცეს და მას შემდეგ არ უნახავს. ბავშვები 5 წლის ნიკა და 4 წლის ანა ბერიძის ადგილსამყოფელი, მშობლებისთვის დღესაც უცნობია. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც intermedia.ge- ის ჟურნალისტმა მოამზადა.image


–ქალბატონო სატენიკ, სად ცხოვრობთ?

ახალციხეში

გვიამბეთ, როდის და ვინ წაიყვანა თქვენი შვილები?


–21 სექტემბერს, პოლიციამ და სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანეს ჩემი შვილები

რა იყო მოტივი, რის საფუძველზეც მოხდა ბავშვების წაყვანა თქვენგან?

–ჩემი გაგიჟება უნდათ, დედა-შვილს შორის დგებიან.....


ოჯახში რამდენი ადამიანი ცხოვრობთ და ვისთან ერთად?

–მე, მეუღლე და შვილები ვცხოვრობდით

–სოციალური დახმარებით თუ გისარგებლიათ?

–არა, არასოდეს

ქალბატონო სატენიკ, მაინტერესებს: ყოფილა თუ არა თქვენთან სტუმრად, შემოწმებაზე სოც.აგენტი?

–არასოდეს არ ყოფილა ჩემთან ვინმე.


–ბავშვები, წაყვანის მომეტში როგორ იქცეოდნენ? ტიროდნენ?


– ძალიან შეშინებულები იყვნენ, ტიროდნენ და ყვიროდნენ: დედა გვიშველეო...
როგორც მითხრეს ბავშვები დილამდე ტოროდნენ.

სამწუხაროა... ქალ-ნო სატენიკ, დადიოდნენ თუ არა ბავშვები სავაბშვო ბაღში?

–აი, მაქედან დაიწყო ყველაფერი. პირველად, რომ წავიყვანე ბაღში სექტემბერში ბავშვები, ჩემი გოგონა პირველივე დღიდან დარჩა, ხოლო ბიჭს არუნდოდა ბაღში დარჩენა. ყოველდღე ტიროდა და გარბოდა. ორი კვირის მანძილზე სულ ეგრე იყო და იმ დღესაც (როცა წაიყვანეს) ტირილით მოვიდა სახლში. ეგ გახდა მიზეზი იმისა, რომ ბავშვები წაიყვანეს...


–რა ინფორმაცია გაქვთ თქვენს შვილებზე?

–არაფერი, ამბობენ ვიღაც ქალთან არიანო. არც ადგილი ვიცი სად არიან, უკვე ერთი თვეა მას შემდეგ, რაც მე და ჩემს მეუღლეს ბავშვები არ გვინახავს.

ტანსაცმელი გავატანე, მთხოვეს და რამდენჯერმე ვესაუბრე ტელეფონზე.

–მიმართეთ ვინმეს დასახმარებლად?

–აქ, ასალციხეში ყველგან ვიყავი. პოლიცია ამბობს, რომ ჩვენ უკვე არ გვეხება ეგ საკითხი და სოციალურ სააგენტოებს მიმართეო. ისინი კიდევ არაფერს მეუბნებიან, ვერაფერს გაიგებ იმათგან წესიერს.

–გადაწყვეტილებას გადახედავენ რა გიტხრეს?

-მითხრეს თვეები ვერ ნახავ კიდევ შენს შვილებსო. რატო, რაუფლებით მექცევიან ასე, წესი და კანონია ეს? უნდათ ფულები გააკეთონ პატარა ბავშვების ხარჯზე.


-ვის მიმართავთ დახმარებისთის?


–პოლიციას და სოციალურ სააგენტოებს.



-მადლობა ინტერვიუსთვის ქალბატონო სატენიკ, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი პრობლემა გადაიხედება და მოგვარდება სამართლიანად.


image





0
452
6-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0