დიეტოლოგია დიეტა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.. 2018, 16 ივნისი, 23:16 არასწორი კვება ჩვენი დროის ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ..
რადგან ჩვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ძნელია იკვებო სწორად და ჯანსაღად...
როგორ უნდა იკვებონ ადამიანებმა, რომელთაც აღენიშნებათ კუჭ-ნაჭლავის პრობლემები?
სტატიაში ნამდვილად იპოვით პასუხს ამ კითხვაზე...
ხორცის პროდუქტები:შეგვიძლია მივირთვათ: საქონლის, ხბოს, ქათმის, კურდღლის, ინდაურის უცხიმო მოხარშული ხორცი... ასევე ხორცსაკებში გარატებული უცხიმო ხორცისგან დამზადებული კატლეტი (ორთქლზე) და მოხარშული ხორცის პაშტეტი... აკრძალულია: ცხვრის, ღორის და ფრინველის ცხიმიანი და შებოლილი ხორცის მიღება..(განსაკუთრებით მოერიდეთ იხვის და ბატის ხორცს) ნუ მიირთმევთ ძეხვეულს და კონსერვებს... თევზის პროდუქტები:ნებადართულია მხოლოდ მოხარშული და უცხიმო ჯიშები... ვირთევზა, ქორჭილა, ქარიყლაპია, კობრი, ფარგა და ხიზილალა მხოლოდ მცირე რაოდენობით... აკრძალულია:ცხიმიანი, შებოლილი, შემწვარი და თევზის კონსერვების მიღება...რძის პროდუქტები:შეგიძლიათ მიირთვათ მოუხდელი რძე, რძის ფხვნილი, ახალი ხაჭო, მაწონი, ნაკლებად ცხიმიანი ყველი...აკრძალულია: შებოლილი ყველი, მომჟავო მაწონი და არაჟანი, ნაყინი და ყველაზე საყვარელი პროდუქტი – შოკოლადი.. წვნიანი კერძები :სასარგებლოა მაწვნის სუპი, ბოსტნეულის სუპი მაკარონით, მოხარშული ბოსტნეულის სუპ-პიურე..ბრინჯი, შვრია, ქერი და წიწიბურა...აკრძალულია: ხორცის, თევზის, სოკოს, კომბოსტოს ნახარშები და მსუყე ბულიონები...ასევე, საწებელი და ცხარე სოუსები....კვერცხი:შეგიძლიათ მიირთვათ დღეში მხოლოდ ორი ცალი თოხლოდ მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ომლეტი... აკრძალულია: მაგრად მოხარშული კვერცხი და კვერცხის ტაფამწვარი....პურ-ფუნთუშეული:შეგიძლიათ მიირთვათ თეთრი პური(წინადღის გამომცხვარი)არასასურველია შავი პურის, ნაზუქის, ღვეზლების, ბლინების მირთმევა...ბოსტნეული:კარტოფილი, სტაფილო, კიტრი, ჭარხალი, გოგრა, ყაბაყი, სალათის ფურცლები და კამა... – მოხარშული პიურეების და პუდინგების სახით აკრძალულია:უმი ბოსტნეული: ხახვი, ნიორი, ბოლოკი და ისპანახი.. ასევე კონსერვები, მწნილეული, ძმარი, წიწაკა და მდოგვი...ხილი:ვაშლი, მსხალი, ნესვი, ბალი, მარწყვი, ატამი, გარგარი, ბანანი და სხვა ტკბილი ჯიშის ხილი...აკრძალულია: ფორთოხლის, საზამთროს, ყურძნის, გრეიფუტის, ბროწეულის, შინდის და ლიმონის მიღება(ალბათ ყველაზე ძნელია რომელიმე ხილზე თქვა უარი) წვენები:სუსტი ჩაი რძით ან ნაღებით... ხილის და ბოსტნეულის ახალდაწურული წვენები... ტკბილი ჯიშის ხილის კომპოტები და კისელი...აკრძალულია:შავი ყავა, კაკაო, გაზიანი სასმელები, სპირტიანი სასმელები და ღვინო... პ.ს ჯამრთელობას გისურვებთ ყველას... ყოველგვარი დიეტის გარეშე... 1566 2-ს მოსწონს
|