ირანელი ნათელმხილველის წინასწარმეტყველება III მსოფლიო ომის და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ
კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან ნათელმხილველები, რომელთა წინასწარმეტყველება არ ამხდარა. მაგრამ, არიან ისეთებიც, ვინც მაღალი ალბათობით იცნობს შემდგომ მოვლენებს. მათ შორის არის მოჰსენ ნორუზი (Mohsen Noruzi) – ირანელი ექსტრასენსი, მკურნალი და წინასწარმეტყველი. თავისი ნიჭის წყალობით, მან არაერთი მებრძოლი გადაარჩინა ირან-ერაყის ომის დროს. მისი წინასწარმეტყველების მიხედვით, რადიკალური ცვლილებებს უნდა ველოდოთ, უახლოესი 2 წლის მანძილზე, მსოფლიოში:
I. ეკონომიკა
ნათელმხილველის თქმით, დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულ კრიზისშია, რომელიც 2020 წელს დასრულდება. უახლოეს 2 წელში, ბევრი რამ შეიცვლება. მოხდება დიდი რყევები და ძალთა გადანაწილება სამხედრო და პოლიტიკურ სფეროებში, რაც თავის მხრივ, კორეკტივებს შეიტანს მსოფლიო ეკონომიკაში.
II. აშშ და ევროკავშირი
მსოფლიო პოლიტიკაში აშშ-ს უპირატესობის ხანა დასრულდა. ის ჯერ კიდევ სარგებლობს ზესახელმწიფოს იმიჯით, მაგრამ ეს მხოლოდ წარსული დიდების გადმონაშთია. საბოლოოდ, ის ამ როლს დაკარგავს. ამის გამო, ვერ შეძლებს პოზიციების შენარჩუნებას ევროკავშირიც და პატარ-პატარა ჯგუფებად (კავშირებად) დაიშლება. მაგ., სკანდინავიის ქვეყნები საკუთარ კავშირს შექმნიან, ისე, როგორც იტალია და ესპანეთი თავისას...
III. ბუნება
რაც შეეხება ბუნებრივ კატაკლიზმებს, მოჰსენ ნორუზის წინასწარმეტყველებიდან ბევრი რამ უკვე ახდა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გახშირდება მსგავსი მოვლენები. მაგრამ, საქმე არც ისე ცუდად არის, – ამ ციკლის ბოლოს, დედამიწაზე აყვავების ხანა დაიწყება და არანაირი ქვეყნის ბოლო, აპოკალიფსი მოსალოდნელი არ არის.
IV. ომი
როგორც ის აცხადებს, III მსოფლიო ომი, ფაქტიურად, უკვე მიმდინარეობს. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისია. სავარაუდოდ, ის უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, სადღაც, ახლო აღმოსავლეთში, შესაძლებელია ირანშიც კი.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
ჰოპის ტომის ინდიელთა წინასწარმეტყველება, უახლოესი 20 წლის მანძილზე
ვანგას წინასწარმეტყველება უახლოესი 30 წლის მანძილზე