x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
წყვილმა, საკუთარ 4 წლის ქალიშვილთან ერთად სექსის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა
დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ "კრივოი როგში" მცხოვრებმა ახალგაზრდა წყვილმა საკუთარი 4 წლის ქალიშვილის მიმართ საშინელი ქმედება ჩაიდინა. ისინი პორნოგრაფიული მასალით ინტერნეტის საშუალებით ვაჭრობდნენ, სადაც მონაწილეობას სწორედ რომ მათი 4 წლის ქალიშვილი იძულებით იღებდა.



image


ფაქტი დადასტურდა, მასალას კი ვრცლად Daily Mail -ი გვაწვდის.


უკრაინის ეროვნული პოლიციის საკომუნიკაციო განყოფილება იუწყება: "პოლიციამ შექმნა სპეციალური სათვალთვალო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ვლინდებოდა არალეგალური პორნოგრაფიული მასალების სპეციალურ საიტებზე გასაღება. მათ მიერ ამოღებული იქნა რამდენიმე, სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული პორნოგრაფიული მასალა ბავშვების მონაწილეობით. ერთ-ერთი მასალა კი ეკუთვნოდა წყვილს, რომელთაგან მამაკაცი იყო 29 წლის, ხოლო მისი მეუღლე კი 30 წლის და მათ გადაღებული ჰქონდათ საკუთარი 4 წლის ქალიშვილის პორნოგრაფიული ვიდეორგოლები.




image


დანაშაულებრივი ქმედებებისთვის მათ საკუთარი 4 წლის ქალიშვილი გამოიყენეს და მასთან სექსის ამსახველი ვიდეო გადაიღეს, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით კრიპტოვალუტაში გაცვალეს.


image


მშობლების მსხვერპლ გოგონას დიდი ფსიქოლოგიური ჩარევა და რეაბილიტაცია სჭირდება.


მშობლები დააპატიმრეს".

image




"გოგონა მძიმე მდგომარეობაში იყო, შეშინებული და დაბნეული, არავისთან კონტაქტობდა. ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება ექიმების დაკვირვებას და ტრავმების მოშუშებას " - ამბობს ადვოკატი ეკატერინა მალიხინა.


image




მომხდარზე რეაგირება პირველებმა ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა მოახდინეს. მათ ჰქონდათ ზედაპირული ინფორმაცია პატარა გოგონას პორნომასალის შესახებ და იცოდნენ, რომ ეს მასალა კრივოი როგიდან გავრცელდა. მათმა ოპერატიულმა ძიებამ და სამუშაომ, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდა, შედეგი გამოიღო. მრავალსართულიანი სახლის მცხოვრებლები, სადაც ხდებოდა წყვილის მიერ პორნოვიდეოების გადაღება, გაოგნებულები იყვნენ. მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ წყვილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ბინაში ქირით გადავიდა, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა და მეპატრონესთან მათზე არც ერთ მეზობელს საჩივარი არ ჰქონია.


imageimage


ირკვევა, რომ დაქორწინებული წყვილი აზერბაიჯანიდან იყო ჩასული და ისინი ასევე იყვნენ ერთმანეთის სისხლით ნათესავები (დეიდაშვილ-ბიძაშვილ-მამიდაშვილი). მამაკაცს უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული, სადაც იქორწინა ალალ ნათესავზე და შვილიც უკრაინაში გაუჩნდათ.


კანონდამრღვევ წყვილს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ექპერტიზის დასკვნა, აქვთ თუ არა ფსიქიკური პრობლემები. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იკვეთება, თუმცა მთავარი მოტივი მაინც ფულია.


სამართალდამცველები ცდილობენ, აზერბაიჯანში დედის (თუ შეიძლლება რომ მას დედა ეწოდოს) ნათესავები მოიძიონ და მას დედობის უფლება ჩამოართვან, რადგან მისი ქმედება შვილის მიმართ დედის საქციელს სრულიად ცდება.


ნაციონალური პოლიციის თავმჯდომარის მოადგილე ვიაჩესლავ აბროვსკინი ამბობს: "არ ვიცი რა ვთქვა, ვერ გეტყვით, ვერ გადმოვცემ ენით, ბავშვს თუ როგორ ეპყრობოდა საკუთარი დედა. ამ ქალის თავში ყველაფერი რიგზე ვერ არის და მგონი მისი გამოსწორება შეუძლებელია, ასე როგორ უნდა მოიქცე ადამიანი".


image


დაკავებულ წყვილს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.



იხილეთ ვიდეო:






0
1176
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0