კახა კალაძე - ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი
![კახა კალაძე - ვინ იქნება დასახელებული
პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17.00
საათზე გახდება ცნობილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201806/20180614151543164.jpg)
ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული.
"დღეს 5 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება დასახებული და გადაწყვეტილება 17.00 საათზე გახდება ცნობილი", - განაცხადა კალაძემ.
პარტია "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა.
დასმული კითხვის პასუხად კახა კალაძემ განაცხადა, "გუნდში არის მსჯელობა, არის კანდიდატურები".