x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში ქართველმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა "არაქურდული საქციელისთვის" რამდენიმე კრიმინალს ქურდობა ჩამოართვეს


imageფოტოზე:კობა სუხუმსკი

რუსეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართველ ქურდებს შორის მასობრივი წმენდა დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Прайм Крайм-ი.

image

როგორც ცნობილი გახდა, ბოლო ორი კვრის განმავლობაში "ქურდობა ჩამოართვეს" ერთბაშად სამ კრიმინალურ ავტორიტეტს, მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, აწ უკვე ყოფილი "კანონიერი ქურდი" რევაზ უბილავა, მეტსახელად "რეზიკო ჯვარსკი". მასზე პრეტენზია გამოთქვა 44 წლის კობა ახვლედიანმა(კობა სუხუმსკი), ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ უბილვას უწოდა "შემთხვევითი მგზავრი".

imageფოტოზე:რეზიკო ჯვარსკი

image

ქურდული ტიტული ჩამოერთავათ აგრეთვე 36 წლის გორაძე მინდიას(ლავასოღლი ბათუმსკი) და 38 წლის ლექსო ლოგუას(ლექსო გალსკი).

კობა სუხუმსკი "ონიანი -ჯანგველაძეს" კლანს მიეკუთვნება, ქურდულ წმენდაში აქტიურად ჩაებნენ "გულიევის მეგრელები", - მაცი, რონალდი და ფიფია, რომლებასაც დიდი ხანია, ლექსო გალსკის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ, ნიკა გაგრინსკის ქორწილზე სურდათ გასწორებოდნენ ლექსოს, მაგრამ რადგან დათვრნენ, გადადეს.

imageმაგიდას უსხედან:დათო ოსეტინი;ნიკა გაგრინსკი;გია გალსკი;ლექსო გალსკი(სტამბული 9 ივნისი 2018 წელი)

image

"Прайм Крайм" ინფორმაციით, ლექსომ პირველად "მოიკოჭლა", როდესაც 2015 წელს შაქრო კალაშოვი დაბრუნდა და "საკადრი რევიზია" ჩაატარა.

ამის გარდა, ნელ–ნელა იზრდება წინააღმდეგობა ედიკ ასატრიანსა და ნოდარ რუსთავსკის შორის, ასატრიანი იზიარებს იმ აზრს, რომ გაიოზ ზვიადაძის(გია ქუთაისკი) მკვლელობა თურქეთში ნოდარის შეკვეთილია და ღიადაც საუბრობს ამის შესახებ.













1
1267
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1267
  
2018, 15 ივნისი, 19:01
რამხელა თავები აქვთ ამ მართლა თავგასებს და ჯაან ჯერსკი როჟები რო აქვთ დაყენებული. :)
ფუჰ ამათი და ამათი მყვარებელიც!
0 1 1