x
image
intermedia.ge
Mediator image
კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე - არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს უმკაცრესად აგებს პასუხს

imageრ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს, ის უმკაცრესად აგებს პასუხს, -ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას მარნეულის მერის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

"მეც მედიით მოვისმინე ეს ამბავი და არ მქონდა საშუალება, კარგად გავცნობოდი. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს ის უმკაცრესად აგებს პასუხს. ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის კანონი და პრივილეგირებული ადამიანები არ იქნებიან და ვერ იქნებიან", - განაცხადა კალაძემ.

0
19
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0