ჯანმრთელი კვება რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღიურად საკვებში ლიმონის ცედრას დაამატებთ? 2018, 13 ივნისი, 11:45
ლიმონი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ვიტამინებით სავსე ციტრუსია. მის შემადგენლობაში საკმაოდ ჭარბობს ცე ვიტამინი, რაც ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია. არა მარტო ლიმონი, არამედ ლიმონის ცედრაც საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. რა მოხდება, თუ თქვენ ლიმონის ცედრას ყოველდღიურად გამოიყენებთ საკვებში? ლიმონის ცედრის სისტემატური გამოყენება აძლიერებს ძვლებს; კარგია მხედველობის გასაუმჯობესებლად; არაჩვეულებრივი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ; არაჩვეულებრივია სიმსივნის პრევენციისთვის; ამცირებს ქოლესტერინის დონეს; კარგია წონაში დასაკლებად; ორგანიზმს წმენდს მავნე ნივთიერებებისგან. 240 1-ს მოსწონს
|